Friday, February 05, 2010

შეგონება საკუთარ თავს


ქანდაკებას შესახედაობა ამშვენებს, ადამიანს საქმენიო...



არ ვიცი ამ სიტყვების ავტორი, მაგრამ ამ ბოლო დროს, რომ ამეკიდა ფაქტია. რაღაცნაირი პერიოდი მიდგას ცხოვრებაში, ისეთი სახელს, რომ ვერ ვარქმევ, თითქოს ყველაფერს ვაკეთებ რასაც უნდა ვაკეთებდე, მაგრამ თან მგონია, რომ აზრი არ აქვს. რუტინამ ჩამითრია მორევში და უსასრულოდ მიმითრევს. ყველ დღე ერთი და იგივე მეორდება. ვგრძნობ, რომ გრძნობებს ისე მძაფრად ვეღარ შევიგრძნობ, ემოციებს ისე ვეღარ გადმოვცემ და მეშინია საკუთარი თავის, არ მინდა ვიყო რუხი :( ყოველ დღე ”ვზრუნავ” და ”საქმეს” ვაკეთებ, ხანდახან ”ვიღიმი” და ”ვმხიარულობ”, უფრო მეტად მოწყენილი ვარ და საკუთარ ცხოვრებას ვაკვირდები, ჩემს მიზნებს, ამბიციებს, სურვილებს, რომელზეც ერთი დაიგივეს ვფიქრობ მხოლოდ იმდენი მინდა რამდენსაც ვიმსახურებ, რამდენიც მეკუთვნის... მერე და რამდენი მეკუთვნის? ან რამდენს ვიმსახურებ?! რა არის საზომი ერთეული?
დამესიზმრა თითქოს, ტრიბუნაზე ვიდექი, მგონი რაღაც სასწავლებელი იყო და რეფერატს თუ რაღაც მსგავს ვიცავდი, ბოლოს არ ვიცი რა შუაში იყო მაგრამ ილიას სიტყვებით დავამთავრე:




კაცად მაშინ ხარ საქები,

თუ ეს წესი წესად დარგე,

ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე:

აბა, მე დღეს ვის რა ვარგე...


დავასრულე თუ არა სტროფი ფრუცლები გამივარდა და დაფიანტა, მერე მეც თითქოს ვიღაცას გავუარდი ხელიდან და ვიფანტებოდი უსასრულობაში, ვარდნამ შემაშინა და გავიღვიძე...

9 comments:

Sophie שרה Golden said...

დღეს ზუსტად ილია ჭავჭავაძეზე ვფიქრობდი :)))
ოღონდ ამ ლექსზე არა, იმაზე, რა საკაიფო რაღაცებს წერდა და რა ჭკვიანი კაცი იყო. ისე ვინმემ უნდა დაწეროს ამ კაცზე, მაღალფარდოვანი ოდა კი არა, საკაიფო პოსტი :)

ხოდა, მე ჩემს თავს ამას ვახსენებ ყოველდღე (მაინც რუსთაველის მოყვარული ვარ): "უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი"

ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებ!!!

Grigol said...

იცი რა არის? ცხოვრება რუტინა არ არის, ცხოვრება რუტინაში გამონაკლისებია, ასე რომ შენს ჯერ ადრეა მაგაზე ფიქრი. სჯობს ჯერ ისევ რუტინაში ჩავებათ, ვიდრე მერე რუტინიდან ვეღარ გამოვიდეთ.

მიყვარხარ ანგელოზო :)

Kate said...

რაღა დაგიმალო და მეც ეგრე ვარ...
და ვერაფერს რომ ვერ ვცვლი, ეგ მაგიჟებს.

Lalena said...

მადლობა სოოფ, რუსთაველის მოყვარული მეც ვარ, გადავწყვიტე ხელახლა წავიკითხო ვეფხისტყაოსანი, მართალი თავი ვერ მოვაბი, მაგრამ ეს ჯერ! ილიას მეც ძალიან დიდ პატივს ვცემ მართლა ჭკვიანი ადამიანი იყო, ბევრ საინტერესო და გასათვალისწინებელ რამეებს წერდა.

ბუუს მე მაგ რუტინაზე არ ვამბოობ, კაკ რას, რომ მაგ რუტინაშჳ კიდევ რუტინაა და ეგ მაშინებს :(

ქეეეთ, ხოო მეც ვცდილობ შევცვალო და არაფერი გამომდის, ან ამ ჩემი ცდით ისე უკუღმართად იცვლება, რომ საერთოდ ყველაფრის სურვილი მეკარგება, ალბათ უნდა მოვიცადო, მაგრამ ეს ლოდინიც მკლავს :(

Toma said...

მთელი ცხოვრება რუტინაა მეტი არაფერი!!
რაც დრო გავა მიხვდები, რაც არ უნდა გააკეთო, რუტინის ელემენტი მაინც ექნება იმიტომ რომ სხვანაირად ვერ მიაღწევ წარმატებას და საუკეთესო შედეგს.

რაც შეეხება ვიმსახურებ და მეკუთვნის, ამაზე ფიქრი გართმევ დრს და ენერგიას, და შეეცადე პოზიტიურად იფქრო უფრო.

Kate said...

აუ ეს ლოდინი მეც ნერვებს მიშლის...
მერე ვფიქრობ ხოლმე, რომ არც არაფერს არ უნდა ველოდო.
თუ რამე კარგი მოხდება, თავისით უნდა მოხდეს.

Keti said...

სწორედ ასეა – რაც მეტად ელი, მეტად მოსაწყენი ხდება ყველაფერი.

რუტინა – ჩვენი თანამგზავრი :) რაკი ვერ ვიცილებთ, უბრად სიარულს აბათ ჯობია, გამოველეპარაკოთ :)

Asklypiodota said...

მეც მგონია ხანდისხან თავი ჩაპლინის გმირი,ჭანჭიკებს რომ უჭერს:)მაგრამ ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა,ყველა მოვლენისთვის მიზეზის ძიება უამრავ დროს გართმევს ადამიანს,ნებისმიერი პატარა სიხარულებით უნდა დატკბე,ვერ დავიჯერებ,რომ შეგაშინა ყოველდღიურობამ,შენ ემოციების და შეგრძნებების გაფერმკრთალება არ გემუქრება

Lalena said...

მართალი ხარ ტომუშკა, ცხოვრებაში რაღც ყოველთვისაა რუტინის შემცველი, მაგრამ ხანდახან დროშჳ იწელება და მაშინ მეწყება მელანქოლიის შემოტევები :(

ხოო ქეით მგონი მასეა არც არაფერს არ უნდა ელოდო, რა იცი რა მოხდება :)

ქეეთ გამოლაპაარაკება არ მიციდია კარგი იდეა მომაწოდე :)) მოსაწყენი არ იქნება ნამდვილად :))

ნიინ, ძან ცუდი წელი მქონდა და ამ წელისგან ბევრ რამეს ველი, ასე ვთქვათ ბევრი რამის გამოსწორება მინდა, მაგრამ ამ მხრივ ეს წელი ძლიან მდორე და ბლანტია ჯერჯერობით და ის შიში მაქვს გამოყოლილი ვაი თუ ვერ გამოვასწორო :(( ისე შენს ბლოგზე კომენტარებს ვერ ვტოვებ :((