Wednesday, February 03, 2010

წერილი თუ სიხარული?!


მოსყინდა უსაქმოდ ყოფნა მოსწყდა თვალის ქუთუთოს და ჭორფლიან ლოყას ჩამოეკიდა...


-წერილი გინდა თუ სიხარული?!
-წერილი!
-ოოო, რა დროს წერილია, სიხარული რაა სიხარულიიი!!
-კარგი, საიხარული...
-როდის?
-დღეს!
-მაგრად თუ ნელა?
-მმმ, მაგრად :(
-რომელ თვალში?!
-მარცხენაში...
-ჩემია ჩემიიი


მერე ჩემი სკვინჩა დაიკო თმაში მქაჩვდა და იმ იმედით, რომ მაგრად გაუხარდებოდა სულ რამდენიმე წამში ჩემი თმა ბღუჯად ეჭირა ხელში. არსადროს დავკვირებივარ ასრულება ეწერა თუ არა შეპირებულ სიხარულს, ან ჩემი დაკარგული თმის ღერების წყალობით იყო თუ არა ეს სიხარული მძაფრზე მძაფრი.


ახლა აღარავინ მეკითხება წერილი მინდა თუ სიხარული. ახლა გული მწყდება, რომ წერილს მეილებმა და მესიჯებმა ჩაანაცვლეს. სულ ერთი კვირის წინ დედიკოს და მამიკოს წერილები წავიკითხე, დედა სამშობიაროში იწვა და მამა ამხნევებდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ”შეცდომა” გამომესწორებინა, დროსა და პროგრესს დავუპირისპირდი და წერილი დავწერე. ვცდილობდი ლამაზად მეწერა, უშეცდომოდ... დაახლოებით ერთი საათი დამჭირდა, მერე ბლოკნოტიდან ამოვხიე სიტყვებით გამოტენილი ორი ფურცელი და გვერდები მაკრატლით შემოვუსწორე. თაროდან საგულდაგულოდ შენახული წითელფხაჭებიანი თეთრი კონვერტი გადმოვიღე და ორად გაკეცილი წერილი შიგ მოვათავსე, როცა თავი გადავუკარი ვიგრძენი, რომ გული სწრაფად მიცემდა და სახეზე სიხარულის ღიმილი დამთამაშებდა. რა, თქმა უნდა ვერ მოვითმინე და იმ საღამოსვე (თუ ღამე) მივახალე გრიშოლის ხვალ სურპრიზი გელისთქო. ”ხვალ” საშინელება მოხდა, როცა კონვერტი ჩანთიდან ამოვიღე და ვუთხარი ფოსტაში მივდივართ წერილი უნდა გამოგიგზავნოთქო, იმდენი იწუწუნა და დამემუქრა ჩემ მაგივრად სხვამ რომ გახსნას მერეო?! რომ ასე უმარკოდ და უმისამართოდ დავუთმე :( თუმცა არასოდეს დამავიწყდება მისი სახე, როცა წერილს კითხულობდა, ჩვენს პირველ წერილს...

7 comments:

vasasi said...

:) ეგეთი წერილები მეც მაქვს წაკითხული.. :)

დედაჩემისა და მამაჩემის მიმოწერას ვგულისხმობ სამშობიაროში..

Grigol said...

ეგ წერილი უკვე 10ჯერ მაინც წავიკითხე. თან ეგ მარტო დღეს!
ემოციებს ვერ გამოვხატავ, ალბათ შემამჩნევდი, მაგრამ ვერ წარმოიდგენ რა მჭირს და რას ვგრძნობ. ეს დღე უბრალოდ არასოდეს არ დამავიწყდება!
მიყვარხარ!

Tamuna said...

ase megona es posti me davwere, imdenad momwyinda chemi grznobebis uferuli, 2 striqoniani mesijit gamoxatva, saaxalclod chems sayvarel adamians erti tabaxis furceli mivcere da piradad gadaveci, furcelze cera imdenad tbili gamomivida ramdenime dgis cin chveni ertad yofnis 4 clistavic cerilit mivuloce:):)

Keti said...

მე სულ სიხარულს ვირჩევდი ხოლმე:)

გრიგოლის კომენტარი რომ წავიკითხე, სიტყვები დამეკარგა. რა კარგები ხართ!...

Kate said...

"ახლა გული მწყდება, რომ წერილს მეილებმა და მესიჯებმა ჩაანაცვლეს." აუ მეც ამ აზრზე ვარ. წერილი ისე მიყვარს... და ისე მინდა ვიღაცამ მწეროს ხოლმე. მარტო შეყვარებულს არ ვგულისხმობ.

გრიგოლის კომენტარზე დამბურძგლა... საყვარლები.

perfect stranger said...

ჰეჰ, ისე წერილი თანაც შეყვარებულისგან მეც გამიხარდებოდა :D

Lalena said...

ვასასი რა მაგარია არა? ჩემ პაწაწუნა დაზე და მეზე ისე ლაპარაკობდნენ სითბითო ავივსე

ბუუუს, მე კიდე შენ წერილს ვკითხულობ დღეში ათჯერ და ველოდები 20ს :*

თმუნა მიხარია ამ სიტყვების წაკითხვა, ჩვენც რაღაც მსაგვსს ვაპირებთ, ყოველი თვის 20 რიცხვში ერთმანთს წერილები უნდა მივწეროთ :)

ქეთ, იქნებ დროა წერილი აირჩიო? :)))

ქეთი მეც მინდა რაიმე სახით აღსდგეს წერილების წერა, თუნდაც სასწავლებლებს ჰქონდეთ ვალდებულება სტუდენტებს ახალი წელი და საახალწლო არდადეგები წერილობით მიულოცონ,ან რაიმე ამდაგვარი :)

თეეეე მერე მაგას რა უდგას წინ? :*