
”მუზეუმი” მიღებულია ბერძნული სიტყვიდან ”მუზეიონი”. ძველ საბერძნეთში ეს სიტყვა აღნიშნავდა ადგილს, რომელსაც ხელოვნების მფარველი ქალღმერთები იცავდნენ. ეს არის ის რაც შეგვიძლია წიგნებიდან ამოვიკითხოთ.
ღრმა ბავშვობაში, როცა სულ პირველად გავიგე ერმიტაჟის არსებობა იმდენად მოვიხიბლე, მისი სახელით, რომ პეტერბურგი ზღაპრულ ქალაქად წარმოვიდგინე, სადაც ხალხი ჯერ კიდევ ეტლით გადაადგილდება, სადაც ახალგაზრდა გოგონებს ჯერ კიდევ ფუშფუშა კაბები აცვიათ და სადაც უამრავი ჯადოსნური ნივთით ”გამოტენილი” ულამაზესი სასახლე ერმიტაჟი დგას. წლები გავიდა, ახლა ბავშვს ნამდვილად ვერ ვუწოდებ საკუთარ თავს, მაგრამ წარმოდგენა არ შემცვლია, პეტერბურგი ისევ ზღაპრული ქალაქი მგონია, ერმიტაჟი კი ჯადოსნურნივთებიანი სასახლე.
არ მინდა ისტორიის მოყოლა, მოსაწყენი იქნება, თან ყველამ იცის, რა შუაშია ეკატერინე დიდი და, რომ ნამდვილი სასახლეების შენობაშია განთავსებული მუზეუმი. უბრალოდ იმის თქმა მინდა რამდენად მდიდარი და მრაფალფეროვანია ერმიტაჟი. იგი მოცავს სამყაროს ხელოვნების ისტორიას, მასში ძველი ეგვიპტური და ბერძნულიდან დაწყებული პრესიტრორიული, იტალიური რენესანსის, იტალიურ-ესპანური, ბაროკოს, გერმანულ-ფრანგული, რუსული, ნეოკლასიკური, იმპრესიონიზმის და პოსტიმპრესიონიზმის ხანის ხელოვნებისა და კულტურის ნიმუშებია წამოდგენილი. აქ არის დეგა, რენუარი, ვან გოგი, ტიციანი, რაფაელი. წარმოდგენაც კი თავბურს მახვევს.
მოკლედ, ეს არის პოსტი სერიიდან: კიდევ ერთი ჩემი ოცნება, რომელიც არც ისე შორსაა, მაგრამ შორსაა :)
7 comments:
აუ რაღაც სიმღერა ამხსენდება ხოლმე მე კიდე ერმიტაჟზე :)
ho
arc ise shorsaa da arctu zalian didi zalisxmeva ar unda
warmatebebi axdenashi :))
თავიდან ერმიტაჟის შესახებ რომ გავიგე, ,მეც აღფრთოვანებული ვიყავი ^^
მმმ რომელი სიმღერა?
ჰოოო ბაბისა, არც ისე შორსაა, მაგრამ არამარტო თანხების გამო მაინც შორსაა :))
clown აჰაა, რაღაც ზღაპარივითაა :)
ნა ვერნისაჟახ კაკტა რას, სლუჩაინა ვსტრეწილა ია ვას :)
უიი ეგ სიმღერა არ ვიცოდი :))) სირცხვილი მე! (სჯობს მე, ვიდრე სხვამ! :)))) )
რამოდენიმე წლის განმავლობაში ერმიტაჟი ერთადერთი ადგილი იყო სადაც მივდიოდი როცა ძალიან მოწყენილი ვიყავი.
ერთადერთი პრობლემა იყო ის რომ ბილეთი იყო ძვირი და ასპირანტებისათვის შეღავათი არ ქონდათ, მე კიდე მოწყენილი ძალიან ხშირად ვიყავი.
(ჩემდა გასჭირად სამუშაოდანაც და უნივერსიტეტიდანაც 10 წუთზე მეტი არ მჭირდებოდა ერმიტაჯამდე რომ მივსულიყავი :D )
Post a Comment