
ესეც ასე, დღევნადელი კვირისთვის ბავშვობას ვიხსენებ. არ ვიცი რამდენად წარმატებული ფილმია, მაგრამ ბავშვობაში ძლიან მომწონდა ეს კრიმინალურ-სათავგადასავლო-დეტექიურ-კომედიურ-რომანტიკული მელოდრამა :)))) განსაკუთრებით მხიბლავდა კეტრინი ამ ფილმში და სულ არ ვაპროტესტებდი თეთრწვერა და ჭაღარა შონი, რომ უყვარდებოდა (არადა ამ პერიოდში გავიგე, რომ ჩემს კლასელს მასზე 10 წლით უფროსი ბიჭი მოსწონდა და ყბა ჩამომვარდა ქვევით). ყველაზე ლამაზ კაბად აღვიქვამდი იმ წითელ კაბას, რომლის ზომაც თითქოს შონმა გამოიცნო და აჩუქა. აბა მისიას ”მოვიპაროთ ნიღაბი” გარდა აკვალანგის კოსტუმისა ხომ ჭირდებოდა სოლიდური სამოსიც?! დაუვიწყარია კადრები თუ როგორ ამზადებს ლაზერის ხლართებში გასავლელად შონი წითელი ძაფებით. მოკლედ იმ პერიოდში ფილმები მისიებზე, შეუსრულებელსა თუ შესასრულებელზე, მოდაში იყო და მეც ამ მოდას ავყევი :)

6 comments:
რომელ ფილმზე ამბობ?>
უჰ, ეს ფილმი მეც ძალიან მომწონდა :)))
vasasi კომპი გამეჭედა და ფოტოები ვერ ავტვირთე, ახლა გამოვასწოე :)
თეეე მართლა? ეგ არ ვიცოდი (შაკო) :))))
ნამდვილად, ნამდვილად (ნოდარი) :)))))
და სადაა შეპირებული ფილმი ტყუილზე?
იქნება ბუუს ოღონდ ჯერ არა :P
Post a Comment