Friday, May 07, 2010

დათაგულთა კლუბიდან :)


ზურიუსის ინოვაციამ და შემდეგ დარიჩინის გოგოს გაგრძელებამ, მთელი ბლოგოსფერო მოიცვა, მეკი ნასტასიამ დამთაგა, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ კიდევ ერთხელ.ჩემის მხრივ მე ვთაგავ, ლალენას, ქეითს და ლორდ ვადერს. -ო :)) ბრძანა როდრიგომ :) (ნეტა როდის მოვა ის ბედნიერი დღე ლინკების ჩასმა წესიერად, რომ მეცოდინება)

არ ვიცი კონკრეტულად რა შეგრძნება დამეუფლება უეცრად მხარზე ვინმემ მომიკაკუნოს და ჩემს კითხვაზე: ”ბატონო?” მიპასუხოს:”შენ ლალენა არ ხარ?”, მაგრამ ვიცი, რომ სასწაულად გამიხარდება და პირველი რამდენიმე წუთი ამ სიხაულისგან და გაკვირვებისგან პირი ღია დამრჩება :) მახსოვს გამოცდებისას გრიგოლმა, რომ მითხრა ჩემს კურსელზე ეს ნინოაო, მე კიდევ ყოვლისმცოდნე სახით მივახალე ვიცი, ჩემი კურსელიაო, მაგრა, ამაის საპასუხოდ მერე ეს ხომ ჰექსუსაა ბლოგერიო, ისე გავბრზადი და გადავირიე ძლივს დავეტიე სხეულში :)) მე ხომ მას თვეზე მეტ ხანს ვეძებდი და არავის ვეკითხებოდი სახელით და გვარით იმ იმედით, რომ გრძელ ხუჭუჭათმიან ბლოგერს მე თვითონაც ადვილად ვიპოვნიდი, თუმცა...

მოკლედ მე რომ ქუჩაში შეგხვდეთ:
სიარულის ტემპი - prestissimo (ავტ. მუსიკაში ძალიან ჩქარი ტემპის აღნიშვნა)
ზომა-წონა - ათი სმ-ით მაღალი ან დაბალი (მაღლები ჩვიცვა თუ დაბლები ისეთივე სირთულის კითხვაა ჩემს ცხოვრებაში როგორც ყავა მინდა თუ ჩაი) მხრებში ყოველთვის გამართული
სამოსი- აუცილებლად შარვალი და აუცილებლად სწორი (კაბა მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში:დაბ დღე, ქორწილი, უბრალოდ მომენატრა, ან განსაკუთრებულ სიცხეში: ზაფხულში), ყელზე სეზონის შესაფერი კაშნე (ერთი დღე იქნება ამომგილიჯავენ გლანდებს! :( )
სახე - მსუბუქი (პუდრი, ტუში) ან ბუნებრივი მაკიაჟი - ჭორფლით, (მზემ ჩემი სახე სამუდამოდ მოხატა :) ) თუმცა ყოველთვის წითელი პომადით (არც ისე ცუდია, როგორც ჟღერს:)) )
თმა: დავარცხნილი (გასწორებული) ან გაწეწილი, თუმცა უთუოდ გაშლილი.
სამკაული: მარჯვენა ხელის მეოთხე თითზე ბეჭედი და მარცხენა ხელის ნეკა თითზე პაწაწინა ბეჭედი-სპილუკა (მერე რა, რომ ერთი ოქროა, მეორე კი ვერცხლი :P)
მუდამ: თექვსმეტი წელია ყელზე პაწაწინა თასმით ხის ჯვარი მაქვს შებმული.


და რადგანაც მეც აიპოდიანთა კასტას მივეკუთნები, ყოველთვის ყურთსასმენებით ამ ქვეყნისგან მოწყვეტილი ჩემს ფიქრებში დავაბიჯებ და ჩემი დაჟინებული მზერა არა საგნების არამედ მის მიღმაა მიმართული. სეირნობის დროსაც კი ზედმეტად სწრაფად დავდივარ, ამიტომაცაა, რომ ეთიკა, მამაკაცი ოდნავ წინ, ჩემდა უნებურად ირღვევა და პირველი მე გავრბივარ :)) კიდევ ვიხდი ბევრ ბოდიშს და მადლობას ოღონდ თვითონაც არ ვიცი რატომ :)
და მაინც, თუ ყურთსასმენები მომხასნევინა ხმამ:”შენ ლალენა არ ხარ?!” ყურებამდე გავიღიმებ და ისე გავაბამ დიალოგს თითქოს დიდი ხნის უნახავი მეგობარი შემმომხვდა :)

ჩემის მხრივ ვთაგავ:

პ.ს. ბოდიშს ვუხდი სრულიად ბლოგსფეროს _ ასეთი უსინდოსიობა (არავინ დამეთაგა) არც კი მიფიქრია, უბრალოდ ჩემს ოთახში საშინელებები ხდებოდა, როცა ამ პოსტს ვწერდი და დრაფტის მაგივრად ფაბლიშზე დამეჭირა :(

24 comments:

clown said...

კარგი პორტრეტია ^_^

ჯორჯ პაიკი said...

ვახ, ვისი პოსტიც კი წავიკითხე, ყველა ამბობს რომ სწრაფად დადის. თქვენ ყოფილხართ ყველაზე სწრაფი ბლოგერები მთელს მსოფლიოში. :)) აქედან გამომდინარე, თუკი ვინმეს ძალიან დიდი სისწრაფით ჩაუქროლეთ, გაჩერდით, უკან მოიხედეთ და ვისაც დაინახავთ ის მე ვიქნები. :)

Anonymous said...

ჰე ჰეე:DD მგონი ბლოგერები რაღაც ვაზვიადებთ და ყველა ნორმალური ადამიანი სწრაფად დადის. აბა ნელა, რატომ უნდა იაროს ადამიანმა?:DD

Lord Vader said...

ანუ, ყველაზე უზრდელი მე გამოვდივარ?

Lord Vader said...

--ვისი პოსტიც კი წავიკითხე, ყველა ამბობს რომ სწრაფად დადის

ვერ აცნობიერებენ, თორემ თუ ყურებში ფლეერი გაქ - დადიხარ იმის მიხედვით, რა მუსიკას უსმენ.
თუ ბლუზს უსმენ - ნელა დადიხარ და თუ როკენროლს - სწრაფად.

ამიტომ ვუსმენ ხოლმე სულ როკენროლს, როცა დავრბივარ ან ვვარჯიშობ.

Katieé.Ge said...

ვახ,
ახლა ვფიქრობ, ეს პოსტი უფრო ადრე რომ დაგეწერა, ნეტა თუ გამინათდებოდა გონება და მივხვდებოდი ვინ იყავი? :D

პ.ს. ვგიჟდები მაგ ბუნებრივ მაკიაჟზე – ანუ ჭორფლზე, კიდე რიჟა თმაზე და ლამაზი სათვალეზე :love:

Kiwi said...

საინტერესოა :>
რასაც არ უნდა ვუსმენდე მაინც ძალიან სწრაფად დავდივარ :)) სეირნობის დროსაც კი :P

Anonymous said...

კარგი პორტრეტია! და შენ რატომ არავინ დათაგე?

vasasi said...

ჰაჰ, ჭორფლები მეც მაქვს, მეც სულ შარვლით დავდივარ და ყურებს გამუდმებით ვივსებ 700-ჯერ მეტი ბაქტერიით საათში, რადგან ყურსაცვამებით დავდივარ და 24/7-ზე ვუსმენ სამოცდაათიანების მუსიკას.. :)

Katieé.Ge said...

მეც დამთაგეთ რააა
ჩემი ინიციატივით ხომ არ გავაგრძელებ ჯაჭვს :P

Kiwi said...

მეც დამთაგეთ ოდესმე :)))

Grigol said...

ის, რაც არასდროს მითქვამს, აქ უნდა დავწერო:

თავიდანვე ვიტყვი ბანალურ სიტყვას - მიყვარხარ! თან საოცრად!
ამის და მიუხედავად, ეს მე ვარ ვინც ყველაზე მეტად ღუნავს ტვინს ჩქარა სიარულზე (ძლივს გადავეჩვია და უკან მიჩვევას ვუძალიანდები) და საერთოდ, ყველაზე მეტ შენიშვნებს იძლევა. ვიცი, ეს საკმაოდ სერიოზული ტვინის ღუნვაა და ამასაც ვცდილობ რომ გადავეჩვიო :)

მაგრამ შენ ვერ წარმოიდგენ რას ვგრძნობ როცა გთხოვ ცოტათი მაინც შეუნელე ნაბიჯსთქო და შენ ცხვირს რომ იბზუებ!
ვამაყობ შენით!

Zurriuss said...

მაგარი ხარ :)))
თუ ბლოგერებმა არ დავთაგეთ ერთმანეთი, რუსი მოვა და რუსი დაგვთაგავს? :)))

ჰექსე said...

sweet :))))

babisa said...

neta tu gnaxav odesme
hehe
:)

Lalena said...

კლოუნ მადოლი :)

ჯორჯ შევეცდები გავითვალისწინო :))

როდრიგო არ ვიცი ვაზვიადებ თუ არა, მაგრამ სულ ამას ჩამძახიან ცოტა ნელაო :)) მგონი აბიტურიენტობის ბრალია და იმდროინდელი გადარბენების, ახლა გადარბენებს ისე შევეჩვიე ნორმალური მგონია :)

ლორდ ვადე, გამიხარდა შენი კომენტარი, და ყველაზე უზრდელი რატომ გამოდიხარ? არა მე მუსიკის და როკენროლის გამო არ დავდივარ სწრაფად, უბრალოდ ასეთი ტემპი მაქვს სიარულის, სხვა რამეებშჳ ნელი ვარ :)))

ეკა, მეც ძალიან დამაინტერესა ახლა ასეთი პორტრეტის მერე ვინმე თუ მიცნობს :)) ჭორფლი გამოგიტყდები და მეც მომწონს :)) და ”გარიჟებაზე” ვფიქრობ! და კიდევ დაგთაგე :* :)))

კიწი მეეც, მუსიკა სამწუხაროდ ჩემ ტემპთან არაფერ შუაშია :))

უუნამურგა, რატომ და ამ პოსტს, რომ ვწერდი ჩემები ემზადებოდნენ დასავლეთში წასასვლელად და შვიდასი კაცის დაბარებულს ვიმახსოვრებდი, მათ კითხვებს ვპასუხობდი და თან ამ პოსტს იდეაში ვადრაფტებდი და შემომეფაბლიშა :))) უბრალოდ ლინკებზე ისე ვწვალობ, ვიფიქრე, მერე დავამატებ ლინკებს და გამოვაქვეყნებთქო, მაგრამ...

ვასასი მართლა? იცოდე ბლოგდაიკოდ გამოგაცხადებ! :))) მეც მიყვარს სამოცდაათიანების მუსიკა :*

ბუს ნუ მარცხვენ! არ გეყო უნის ეზოში სიარულს, რომ მასწავლიდი?! :))))

მადლობა ზურისუუს კომპლიმენტად მივიღე და გამიხარდა :)) დათაგული მყავს უკვე ყველა :))

ჰექსუს :*

ბაბისა ნეტავ :)

Unknown said...

ნეტავ :)

Lalena said...

:*

Sophie שרה Golden said...

Maaaaaaaaan! აიპოდებს გადაგიყრიდით ყველას, ჩემი ნება რომ იყოს. უსმენთ და აქეთ-იქით არ იყურებით, არც გესმით :( უუუ, ლალენა!!! როდის გნახავ! :love:

Lalena said...

მე, რომ მორცხვი არ ვიყო როგორც მინიმუმ ერთხელ უკვე გვეყოლებოდა ერთმანეთი ნანახი :*

Keti said...

სწრაფად სიარულზე უნდა მეთქვა, ყველა მართლა ამას წერს და.. მეც რომ სწრაფად დავდივარ?? გიერთდებით, მოკლედ :))

Lalena said...

:))) ქეთი ანუ ყველა სწრეაფად მოსიარულე ადამიანი ბლოგერია, თუ ყველა ბლოგერი სწრაფად მოსიარულეა :))

Anonymous said...

დამაინტრიგე... მეც გიცნობ?

Lalena said...

კიიიი, კურსელები ვიყავიიით :))