Sunday, May 09, 2010

Coraline

ხო დღეს ყველამ ვიცით, რომ კვირაა შესაბამისად:

Coraline


ალბათ ეს ანიმაციური ფილმი, რომ მოგეწონოს როგორც მინიმუმ ფანტასტიკაც უნდა გიყვარდეს და ანიმაციაც :) და რა არის საჭირო, რომ შეგიყვარდეს?
  • უნდა იცნობდე ლიკას
  • პირველად მასთან უნდა უყურო სარდაფში
  • თან თორმეტი საათის მოახლოების უნდა გეშინოდეს კვახად გადაქცევის შიშით
არ მინდა შინაარსი მოვყვე, ვფიქრობ ეს ყველა ადამიანმა უბრალოდ უნდა ნახოს, მე კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არის საოცრად კარგად გაკეთებული/გადაღებული, ყურადღება ექცევა ისეთ დეტალებს რასაც სამწუხაროდ სერიოზულ ფილმებში არ აქცევენ, თუნდაც იმას, რომ თუ ვინმე ყელში წაგიჭერს ხელს, როგორც სულ ცოტა ყგაღიზიანებული კანი უნდა გაგიწითლდეს! ქორელაინის, გარდა ფილმში არის კიდევ ერთი გმირი, ბავშვი, რომლესაც მშობლებმა Whyborn-ი დაარქვეს, ნეტავ ქართულ შედევრებს თუ გავითვალისწინებთ (გელოდი, მოგელი და ა.შ.) როგორ იქნება ამ სახელის კარგი ქართული თარგმანი :))) კიდევ არის უსაყვარლესი შავი კატა. ხო, კიდევ ერთს დავამატებ და გავქრები, ამ ფილმის გმირი არის ბავშვი, რომელსაც მოწყინდა მშობლების მუდმივი მოუცლელობა, სამსახურის გამო, და მარტოობით გამოწვეული რუხი ერთფეროვნება, თუმცა ვერ გაითვალისწინა ერთი რამ:

Be careful what you wish for! ;)


10 comments:

Anonymous said...

მე ძალიან მომწონს ბოლო მულწიკებიდან "ვოლი" და "რატატუი"
ეს არ მინახავს და ვნახავ ;))

Katieé.Ge said...

ვერ მივხვდი, უჟასია? ვუყურო? ამ შუაღამეზე ხომ არ შემეშინდება? :D

როდრიგო,
ვოლლ–ი მართლა შედევრია,
აუცილებლად ნახეთ Max & Mary, ისე ხომ უმაგრესი მულტფილმია, პლიუს, თუ საზღვარგარეთ ცოტა ხანი მაინც გიცხოვრიათ ან უცხოელებთან ხშირი შეხება და მათზე ჩამოყალიბებული წარმოდგენა გაქვთ, ძალიან ბევრს იცინებთ :D

Zurriuss said...

აი, რას ნიშნავს თავისუფალი დრო, როცა ნერვები არ გაქვს დაწყვეტაზე :))
არ ვწუწუნებ, უბრალოდ, მეც ზოგჯერ მაქვს ეგეთი დრო :)

Kiwi said...

აიი ძააალიან მაგარი მულთფილმია ;;) რაგაც საყვარელი :D ვითომ საშინელებათა ჟანრშიც გადია მარა :)) ნანახი მაქვს და კარგია მოკლედ : )

babisa said...

uf miyvars rogor
cota ki vizabebodi yurebisas
mara zalian sayvareli animaciaa <3

Lika Kakiashvili said...

ბევრი ცივინე ჩამონათვალზე - რატომ უნდა შეგიყვარდეს "ქორელაინი" :))))))

გენიალური მულტფილმია და კიდევ ერთხელ დამტიცდა წელს, რომ ოსქარ საქს!

Lika Kakiashvili said...

ვიცინე ვიგულისხმე და რა ვიცი, რა ვიცი :))))

Lalena said...

როდრიგო, ვოლიც მაგარია რატატუიც და ესეც, ნახე, მოგწონება :)

ეკა, მართალია არ მიცხოვრია საზღვარგარეთ, მაგრამ აუცილებლად ვნახავ დამაინტერესა, არა ედს საშჳნელებათა არა არის, თუმცა რაღაც მცდელობები შეინიშნება :))

კიწი გეთანხმები! :))

ბაბისა, თან ვერ განსაზღვრავ რა მოხდება წინასწარ და ეს ძლიან მომწონს :)

კი ლიკა ჭეშმარიტად საქს! :* მეც ვიცინე, შენ, რომ იცინე, იმიტომ, რომ ვიცი, როგორ იცინე :)))

Sophie שרה Golden said...

მე ამ ფილმის მხოლოდ ტრეილერით შემოვიფარგლე :D ვერ მოვახერხე ბოლომდე მენახა.

Lalena said...

სოოოფ, როგორმე უნდა ნახო :)) მართლა ძლიან საყვარელი ანიამაციაა :*