.jpg)
გამარჯობა ლალენა!
არა, არ მეჩხუბო, არ მიმიტოვებიხარ, უბრალოდ დაგასვენე ჩემგან. ასე იყო საჭირო. შენ ბავშვი ხარ რომელიც ჩემში ცხოვრობს, შენ სუფთა ხარ და უბრალო, შენ პრობლემები არ გაქვს, შენ არ იცი როგორია ცხოვრება, შენ არ იცი ლაპარაკი... შენ მოსმენა იცი და შენ მხოლოდ ის იცი რასაც მე გეუბნები. შენ ჩემი მოგონებების ოთახის, ჩემი პატარა სამყაროს, დარაჯი ხარ, ჩემს ემოციებს ალაგებ მიჯრით თაროებზე და მადლობელი ვარ, მაგრამ ხანდახან შენც გჭირდება დასვენება. ახლა მოვედი, რომ ერთად ვალაგოთ თაროები. მე ძალიან გავიზარდე ამ ერთ თვეში, ბევრი ვიფიქრე და ჩემი თავი გავიცანი. მოსაყოლიც ბევრი მაქვს...
შენი რეალური,
მე :)
ნეტავ სიტყვებით თუ შევძლებ გამოვთქვა, როგორ გამიხარდა ის რამდენიმე კომენტარი რაც ჩემს ბოლო პოსტზე დამხვდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა, 1 თვეში ვირტუალ სამყაროში კი არა რეალურ სამყაროში ივიწყებენ ადამიანს.
1. ხისსუნიანი სახლი. ის ყურადღება რაც ჩემს მიმართ გამოიჩინე თუდაც წერილით, დაუვიწყარია. იქ ისეთი დეტალები გეწერა, თან ისე გეწერა, რომ მახსენდება ახლაც ტანში ჟრუანტელი მივლის. ეს იყო ერთ-ერთი უბედნიერესი წუთები ჩემს ცხოვრებაში, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ამხელა ემოციას რეალურ ცხოვრებაში ვერ იწვევენ, რაც შენ ელექტრონული ფოსტით მოახერხე. რამდენჯერ მიფიქრია მეც საპასუხოდ გავუგზავნი და გავახარებ მეთქი, მაგრამ ნეტავ იცოდე როგორ მეშინია, რომ ჩემი წერილით გამოწვეული ემოცია ახლოსაც კი ვერ მოვა იმ ემოციასთან რაც შენმა წერილმა გამოიწვია. გამიხარდა შენი კომენტარი და მადლობა, რომ კითულობ ჩემს ბლოგს :) :*
1. Sunny World. სოოფ, არ ვიცი როგორ შეიძლება ადამიანში იყოს ამხელა სიკეთე, მზე, სითბო და სიყვარული... გუშინ ლიკამ მითხრა, ხოდა დღეს ვერაფერით შევძელი არ დამეწერა რამე, ერთი სიტყვა მაინც და არ მეთქვა მადლობა :)) შენი კომენტარი ყოველთვის ისე მიხარია ხოლმე, არ ვიცი მომავალში როგორ დავწერ ხოლმე და ვიქნები თუ არა ”საყვარელი გოგო ლალენა”, მაგრამ შევეცდები, გპირდები :) შენი გულწრფელი მოკითხვა და დაინტერესება ხომ არაფერი მიჭირს მართლა გულისამაჩუყებელი იყო. დამერწმუნე ვერ გადმოვცემ იმას და იმდენს რამდენსაც ვგრძნობ :*
1. ოთო. ყველაზე მრავლისმთქმელი ერთი სიტყვა იყო ჩემს ცხოვრებაში :))) ჩემი უსაყვარლესი მკითხველი ხარ და არ შემიძლია არ აღვნიშნო, არ ვიცი მერამდენედ, რომ შენს ჰედერებზე ვგიჟდები! :)))))
პ/ს მე მგონი არც ისე კარგი პოსტი გამომივიდა, მაგრამ მომიტევეთ, იმდენი ხანია არ დამიწერია არაფერი კლავიატურაზე ხელების ტყაპუნიც კი დამავიწყდა :) მე მიყვარს ჩემი თითოეული მკითხველი, მახარებს მათი კომენტარი და გიღებთ კარს ჩემს სამყაროში. ჩემი ბლოგი არ არის შემეცნებითი, არც გასართოები, ეს არის უბრალოდ ჩემი სამყარო, ჩემი ცხოვრება და ჩემი ემოცები. მე არ მინდა პლიუსები პოსტებზე, ანუ ნიშანი იმისა რამდენად კარგად გამოვხატე სიხარული, ან მინუსები - რამდენად ცუდად გამოვხატე სევდა და გაბრზაება. მე არ მინდა ვიყო პროფესიონალი და ცნობილი ბლოგერი, ამიტომ არც რეიტინგები მჭირდება. მე უბრალოდ წერა მინდა :) არ დავხურე ბლოგი, მხოლოდ იმიტომ, რომ თუნდაც ერთი ათამაშებული ტუჩის კუთხე ჩემს მხიარულ პოსტზე ან შეჭმუხნული წარბი ჩემს გაბრაზებებზე აკეთებს იმას რაც მე მინდა :)
11 comments:
გილოცავ დაბრუნებას ^_^
რა კარგია, რომ გამოჩნდი! :)
მე ვიცი რომ შენ იცი რომ იმიტომ არ მომიწერია რომ აუცილებლად საპასუხო მივიღო :)
მე მიყვარს წერილები
:*
გამიხარდა შენი დაბრუნება :)
მე ვფიქრობდი რომ ცუდი პერიოდი გედგა და ვნერვიულობდი კიდეც :(
მეც გილოცავ დაბრუნებას.. :)
ჰე ჰეეეეეეეეეე ლალენა დაბრუნდააააააა!!!! გილოცავ ათასჯერ!
:S
:))
უსაყვარლესი ხარ :***
მადლობა ბავშვებო ძალიან დიდი, გამიხარდა, რომ გაგიხარდათ :))) :*:*:*
აი, ყველაზე ძლიერი პოსტი, რაც ამ ბლოგზე წამიკითხავს. ისე სასწაულად გამოხატე შენი ემოციები, საყვარელო გოგო ლალენა :) მიხარია, რომ დაბრუნდი და იცოდე, რომ ბლოგ-სამყაროში შენი ადგილი გაქვს, ძალიან ძალიან საჭირო ხარ, მინდა იცოდე.
:* დიდი მადლობა სოოოფ (ჰუგ)
Post a Comment