Friday, March 05, 2010

სანოტო დამწერლობა


ჩემი მუსლიტერატურის კონსპექტს მივაგენი და გამეცინა, მართალი ფურცლის ნაგლეჯებია მაგრამ თურმე რამდენი რამ დამვიწყებია :)) მინდა ჩემი ძველი ბლოკნოტები ამოვქექო და ბავშვობაში შეგროვილი ინფორმაცია ბლოგზე დავდო, არ ვიცი თქვენთვის საინტერესო იქნება თუ არა, მაგრამ მე უბრალოდ არ მინდა დამეკარგოს. მოკლედ თავი პირველი _ სანოტო დამწერლობა.


თავდაპირველად მელოდიას გადმოსცემდნენ ცალკეული ნახატების _ განსაკუთრებული ნიშნები მეშვეობით. ძველ საბერძნეთში კი საფუძველი ჩეყარა ისეთ ჩწერას, რომელშიც აღინიშნებოდა ბგერის სიმაღლე. მოგვიანებით დაახლოებით 400 წლის წინ, იტალიაში გვიდო არეცოელმა შექმნა სანოტო ანბანი, რომელიც დღესაც გამოიყენება და ერთნაირად გასაგებია ყველა ხალხისათვის, ყველა ქვეყანაში. მანვე შემოიღო ძირითადი მუსიკალური ბგერების დასახელებაც: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი (თი).


ქართველებისთვის მნიშვნელოვანი სახლია ფილიმონ ქორიძე (შევეცდები მოკლედ მოვყვე მისი ბიოგრაფია, რადგან პოსტი არ ეძღვნება მის ცხოვრებასა და შემოქმედებას, არამედ სანოტო დამწერლობას). პირველი ქართველი, რომელიც იტალიას ეწვია სასწავლებლად, ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი იტალიურს მიმსგავსებული ფსევდონიმით ფილიპო კორიძის სახელით კონცერტებშიც იღებდა მონაწილეობას. მან ლა სკალაში დონ ბაზილიოს პარტია შეასრულა როსინის ”სეველიელ დალაქში”. იგი რუსეთშიც მიიწვიეს, თუმცა რუსული ვოკალური სკოლა არ იშურებდა კრიტიკას მის მიმართ, ბევრი იმოგზაურა, იტალიაში აღიარებას მიაღწია, მაგრამ ქართველებისათვის საამაყო იმით იყო, რომ გადაარჩინა ქართული საგალობები კვდომას. მისი მიზანი იყო ქართული საგალობლების ზუსტი ვარიანტების აღდგენა და სანოტო სისტემაზე გადატანა. ძალიან რთული გზა განვლო მან სანამ 1895 წელს გამოსცემდა წიგნს "სახელმძღვანელო ნოტებისა და მისი კანონების შესწავლისათვის”, რამაც იხსნა არა მარტო ქართული საგალობლები, არამედ ქართული მუსიკა. იგი სოფელ-სოფელ დადიოდა და ეძებდა იწერდა ქართულ ხალხურ მუსიკას, რასაც დღევანდელ დღეს ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი ინახავს.


პ/ს ჩემი ბლოგის ფორმატი არ არის საგანმანათლებლო და შესაბამისად ვცდილობ მცირედ მოვყვე ხოლმე, იმედია თავი არ შეგაწყინეთ :)

12 comments:

Zurriuss said...

ალბათ, იცი, როგორ ვგიჟდები მუსიკაზე, კლასიკაზე, ოპერაზე!
ჰოდა ბევრი დაწერე ასეთ თემაზე, რაც იცი, რაა!!! იმიტომ, რომ მენ ნოტები არ ვიცი და ასე მაინც ვისწავლი რამე-რუმეებს :((

გაბო said...

ჩინურივითაა ჩემთვის ნოტები ვერასდროს ვხვდები რომელი ბგერა იგულისხმება მათ უკან. მუსიკა კი ძალიან მიყვარს განსაკუთრებით კლასიკა დაწწერე ხოლმე მსგავსი პოსტები კარგია რერთმანეთისგან ასეთ რამეებს თუ ვისწავლით.

babisa said...

mm mec ramden rames maswavlidnen am musliteraturashi magram axla ar maxsovs
arc eg faqti amxsovda gvidos shesaxeb.
magram 400 wlis win?
manamde rogor uwodebdnen netav
an notebs rogor inishnavdnen...

Keti said...

ძალიან კარგია :)
ნოტების ამოკითხვა მგონი სულ მთლად დამავიწყდა :) არ მიყვარდა მუსიკაზე სიარული, ძირითადად მასწავლებლის დამსახურებით

როგორც ვიცი, სულ პირველად საგალობლების ნოტებზე გადასატანად თანხა ალექსანდრე ეპისკოპოსმა გაიღო, 1885 წელს...

clown said...

ნოტები ანუ ის <3 :შ

kikito said...

yvelaze metad solfejios ver vitandi xolme , magram vgijdebodi mus literaturaze da ie vswavlobdi mgoni exlac maxsovs yvelaferi :D ai solfejiodan ki mxolod isini rac dges dgeobit ,mchiordeba :S

google acountit dameposta ada ai shvcvli :D

Kikito said...
This comment has been removed by the author.
Toma said...

არც კი მიფიქრია აქამდე დამცერლობა საიდან შეიქმნა, ან ვინ შექმნა, მაგრამ პოსტის სათაური რომ წავიკითე ეგრევე გამიჩინა ინტერესი.

ისე იტალიელს რომ შექმნია ეს სისტემა არ მიკვრის :) ან სხვას ვის შეეძლო შეექმნა თუ არა იტალიელს :)

Grigol said...

მე მენატრები. სულაც არ მეყო 2 საათი...

...

Unknown said...

lalen xo mSvidoba gaqvs ?:)
სად დაიკარგეე

Sophie שרה Golden said...

ლალენა, ლალენა, სადა ხარ? :(( იმედია, ყველაფერი რიგზეა და მალე დაბრუნდები.

OTO said...

: ( miss