Wednesday, March 03, 2010

თეოდორ ვასილევი

ზოგადად პეიზაჟები ჩემი სუსტი წერტილი, ხოოოდა სულ ახლახანს აღმოვაჩინე რუსი მხატვარი თეოდორ ვასილევი, რომლის შემოქმედებაც ძლიან მომეწონა. საოცარი სევდა იმალება მის ნახატებში ალბათ იმიტომ, რომ გრძნობდა მალე დატოვებდა ამ სამყაროს.
ბიოგრაფიით არ მინდა თავი შეგაწყინოთ, უბრალოდ რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს დავწერ. 1850 წლის 22 თებერვალს დაიბადა, მიუხედავად იმისა, რომ ხატვისადმი მიდრეკილება და სურვილი ადრეული ასაკიდან გამოავლინა 20 წლის ასაკში თვეში 3 რუბლად მსახურობდა, თუმცა გულმა ვერ გაუძლო მიატოვა მსახურობა და პეტერბურგში სამხატვრო სკოლაში შევიდა, სწავლას და სამსახურს ერთმანეთს უთავსებდა (რესტავრატორად მუშაობდა სოკოლოვასთან). სწავლის დამთავრების შემდეგ მცირე აღიარებაც მოიპოვა, მეგობრობდა იმდეროინდელ მხატვრებთან, იმოგზაურა ვოლგის პირას და გამუდმებით ხატავდა. 1870 წლის ზამთარში გაცივდა და ტუბერკულიოზი დაემართა. მიუხედავად იმისა, რომ იმდეროინდელი ნაღები საზოგადოება ცდილობდა მის ჯანმრთელობაზე ეზრუნა ის 1873 წელს 23 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩემი აზრით ძალიან ლამაზი ნახატები აქვს, 2 ცალ ლინკს დავდებ:
ახლა იმაზე ვფიქრობ რამდენი ნიჭიერი ადამიანი იმსხვერპლა ამ დაავადებამ, ნეტავ რა მოხდებოდა, რომ არა ტუპერკულიოზი?



3 comments:

Keti said...

მართლაც, რამდენი ახალგაზრდა შეიწირა ამ და სხვა, იმ დროს გავრცელებულმა დაავადებებმა...

მომეწონა პოსტი. მართლა სევდიანი ნახატები აქვს..

Grigol said...

იგივე შეგიძლია ნებისმიერ დაავადებაზე თქვა. თუმცა პირიქითაც თავისუფლად იტყვი. საინტერესო ნახატები აქვს, პოსტი კიდევ უფრო საინტერესო იყო.

თუმცა მე ჯერ გუშინ ღამით ნანახი ვან გოგის ცხოვრებიდან ვერ გამოვედი და ცალყურა კლუბის წევრი ვარ ჯერ კიდევ (გასტანს ალბათ კიდევ სამი - ოთხი დღე :) )

პს მიყვარხარ, მენატრები, მეოცნებები, მეხუტები, მენატვრები

babisa said...

უი, არ ვიცოდი მის შესახებ, კარგი ანს, მერე დავათვალიერებ ძირეულად..

რამდენი ასეთჳ ნიჭიერი კვდებოდა ტუბერკულოზის გამო მაშინ და სულ გული მწყდება მათზე ხოლმე :(