Monday, September 22, 2008

Hold your dreams in open hands...


Emptiness says: თეეეე
PERFECT STRANGER says: ?
Emptiness says: რაზე ოცნებობ?
Emptiness says: აი ყველაზე პატარა
PERFECT STRANGER says: მეეე?
Emptiness says: და
Emptiness says: სულელური
PERFECT STRANGER says: ახალა, ამწუთას?
Emptiness says: ხოოო
Emptiness says: პირველი რაც მოგივა თავში
PERFECT STRANGER says: აი გავიხედავდი სადღაც პირდაპირ და ცოტა მარჯვნივ და სუფრა იყოს გაშლილი
PERFECT STRANGER says: D:
PERFECT STRANGER says: მაგრა მშია
PERFECT STRANGER says: :D
Emptiness says: :D :D :D :D;
Emptiness says: მაგარია
PERFECT STRANGER says: :D
PERFECT STRANGER says: :D
Emptiness says: და უფრო მაგარია, რომ გინდა და აგიხდება
Emptiness says: პატარა და სულელური
Emptiness says: აბა დიდი და დაგეგმილი იმდენად კარგი არააა
Emptiness says: აი პატარა და უაზრო ოცნება
Emptiness says: სასაცილო
PERFECT STRANGER says: შენ?
Emptiness says: მეეე?
Emptiness says: არ დამცინო ოღონდ
Emptiness says: :P
Emptiness says: მე წერილი მინდა, აი ნამდვილი კონვერტში ჩდებული, მარკიანი, დაწებებული და არა გადაკეცილი
Emptiness says: და იცი რააა?
Emptiness says: მჯერა ერთ დღეს კარზე კაკუნს გავიგებ და წერილს მივიღებ
PERFECT STRANGER says: კი აუცილებლად სალ
emptiness says: ნუ ვიცი არ მოხდება, მაგრამ
PERFECT STRANGER says: ;)
emptiness says: მჯერა ჩემთვის
PERFECT STRANGER says: :*
emptiness says: :)
emptiness says: :*
PERFECT STRANGER says: დამიჯერე მოხდება
PERFECT STRANGER says: უეჭველი მოხდება

emptiness says: ალბათ :)

P.S.  3:19:22 AM ალბათ ამ დროს უნდა ეთქვათ, რა დროს ოცნებაა წადი შვილო დაიძინეოო :)))))

10 comments:

sabaha said...

აუუუ მეეეეც საააალ, მეეეც ...
რამენი ხანია
ბავშობაში რაღაც ფილმს ვუყურე, წერილებით მიწერ-მოწერაზე და აუ იმის მერე ვოცნებობ წერილზე ...
გულახდილზე , კონვერტში ჩადებულ წერილზე ...
გაკრული ხელით ნაწერ წერილზე ...
ფოსტალიონი რომ მოიტანს და მე რომ გამოვართმევ , კარს გაკვირვებული რომ მივხურავ, მერე დივანზე ავძვრები, ფეხებს მოვკეცავ და თბილ , დიდ ჟაკეტში გახვეული , სათვალეს გავიკეთებ და კონვერტს გავხსნი :))
უბრალოდ სათვალე არ მაქვს და ნუ წერილსაც არ მწერენ : )))
სხვა არაფერი პრობლემა არ მაქვს, დიდი , თბილი ჟაკეტიც მაქვს და დივანიც :))
რა დებილი ვარ ;((

perfect stranger said...

au chemi ocneba ro shevcvalo ar mosula? :D :D axla ukve agar mshia da sxva ocnebebi mawuxebs :D

tumca minda vtqva rom mand agnishnuli ocneba ar amixda da mshierma davidzine :S

jaco said...

არა, მართლა არ ვღადაობ, წავიკითხე ეს თუ არა ეგრევე გარეთ გავედი სადარბაზოში ჩემი მეილბოქსი შევამოწმე და წერილი! მაგრამ მე უფრო ჩემი რეზიდებთ ფერმითის მოსვლას ველოდი, მაგრამ სხვა წერილი მოვიდა, უნივერსიტეტიდან! რაღაც შეხვედრა დამინიშნეს, რომ ნაწილი მასტერის შემიძლია გავიარო სხვა ევროპულ ქვეყანაში თუ დაფინანსებას მოვიპოვებ... ვიფიქრებ ხომ იცი:)


ჰოდა მე ხომ ბოროტი ვარ და უნდა შეგშურდეთ და ეს ჩემი წერილიც ავტირთე და შეგიძლია იხილო:)
http://bin.ge/file/205519/Desktop.rar.html

Lalena said...

აუ ნიიინ მაგრად მაკვირვეეებ, აი მეც ზუსტად მასე, წარმოდგენილი მაქვს როგორ გამიკვირდება და გამიხარდება, როგორ ჩავეფერთხები ჩემს სავარძელში და Jerry-ს წავუკითხავ წერილს, რომ მერე ჩემს პაწაწუნა ყუთში ჩავდებ და დიიდხანს ძალიან დიიდხანს შევინახავ... ნიიინ (hug)

თეეეე მთავარი მოქმედი გმირი შენ ხარ, მიდი შეცვალეეე ;) :*


მიროოოო ახლა დიდი სიამოვნებით გავიქცეოდი სადარბაზოში, მაგრამ სულ ”უეცრად” გამახსენდა საქართველოში, რომ ვარ და ვარკეთილში 90-იან წლებში, რომ ჩამოგლიჯეს საფოსტო ყუთები, თან მე ხო ფოსტალიონმა მინდა, რომ მომიტანოს ასე, რომ შენი არ შემშურდება :p ანუ წერილის სურვილი იმან გამიჩინა, რომ თანამედროვე ტექნიკამ ჩაანაცვლა არადა მინდა ხელით ნაწერი ფურცლის ”ნაგლეჯი”, რომელიც უბრალოდ ”მაიძულებს” გავიღიმო :)
P.S. მიროო შენი პაწაუნა და უაზრო ოცნება რა არის? :P

perfect stranger said...

vinaidan da radgan me ert-erti mtavari moqmedi gmiri var, agarc mshia tan lalenasgan nebartvac maqvs shevcvli chems ocnebas... :)

dzalian, dzalian, dzalian... ara udzalianesad minda is werili romlsac salo miigebs chemgan iyoooos :P :P

jaco said...

უიიი კარგი კითხვაა:) არ ვიცი რომელი პასუხი უფრო სწორი იქნება შენი კითხვისთვის, მაგრამ მე რამდენიმე პასუხს დავწერ და შენ აარჩიე:

1. არ ვიცი რამდენად პაწაწუნა და რამდენად ოცნება და არა მომავლის გეგმა, მაგრამ ყველაზე ძალიან ეხლა და ეს ბოლო წლებია რაც მინდა ის არის რომ ჩემი პატარა მუსიკალური სტუდია გავაკეთო ბევრი და სხვადასხვანაირი მუსიკალური ინსტრუმენტებით და ჩავწერო რაც გამიხარდება და ვისთანაც (ჩემ მუსიკოს მეგობრებთან ერთად) გამიხარდება. თუმცა ეს არც ისე ძალიან წარმოუდგენელია და ვიცი რომ როცა საკმარისი სახსრები მექნება ამას აუცილებლად გავაკეთებ. ალბათ რომ ჩამოვალ უკვე ნელნელა შევუდგები ამ ოცნების განხორციელებას:)

2. ეხლა ამ ეტაპზე (ბოლო ერთი თვეა) ყველაზე ძალიან რაც მინდა ის არის რომ მარი ვნახო. აქ რომ იყოს ჩემთან. ესეც არ ვიცი რამდენად პაწაწუნაა, მაგრამ უაზრო რომ არის ეს ეგრეა, იმიტომ რომ მაგის შანსი ჯერჯერობით არ არის და მერე ვნახოთ;)

3. რა მინდა იცი ზოგადად კიდევ ძალიან და აქ ვერანაირად ვერ ვიშოვი? საქართველოს ნაკრების რაგბის მაისური! აი, მართლა ძალიან მინდააა!

4. აი ეხლა რა მინდა ამ მომენტში, ამ წამს არც ვიცი. პატარა სულელური ოცნება ჩემთვის ასოცირდება პატარა კომფორტთან და ეგეთი რაღაცეები მაქვს სახლში, მაგალითად: ბაუნტის პატარა შოკოლადუნების დიდი პარკი, შოკოლადიანი პეჩენიები, ქათმის პატარა ფილები, ჰავაისკი სოუზი, სოკო, სოსისი, დაიეტ კოლები მაცივარში, მარტინი ბიანკო 2-3 ჭიქა დარჩა ბოთლში, ლუდი და შენ წარმოიდგინე ანანასის კომპოტიც... კიდევ რა? გორგოლაჭებიანი სკამი, წყნარი სახლი და ყველასგან და ყველაფრისგან შორს ვარ, არავინ მაწუხებს... ეს ბევრჯერ მინატრია. და რა მინდა ეხლა სისულელე პაწაწუნა? კუჭის მხრივ ვსიოო ოქეი, ყველაფერი მაქვს სახლში (უფრო მეტი რამე ვიდრე ჩამოვთვალე), აუსრულებელი ოცნების მხრივ ზემოთ დავწერე, აბა რაღა დარჩა? სულელური? ესე იგი ბავშვური? უიიი მომაფიქრდა! მინდა რომ ჩარლიზ ტერონი შემოვიდეს ეხლა ჩემს ოთახში საცვლებში შამპანიურის ბოთლით და ორი ბოკალით ხელში! ხომ ბავშვურია? აბა წარმოგიდგენია ეხლა შენ რომ ეს მართლა მოხდეს?..

მოიცა კარებზე ვიღაც აკაკუნებს:D

Lalena said...

:D:D:D:D მიროოოო, მაგარი ოცნებები გაქვს ძააააან, იცი? ჩემ დასაც ვკითხე ბავშვური პაწაუნა და სულელური ოცნება რა გაქვსთქოო, ხოოდა ასე მითხრა ჯადოსნური ჯოხიო, მერე სახეზე, რომ შემატყო რაღაც ისე ვერ იყო მთლად ჯანმრთელად... ააააა ხო პაწაწუნაო ხოოო? მაშინო პაწაწუნა ჯადოსნური ჯოხიო, ასე 5 სმ იყოსო :D:D:D ხოოოდა ის პაწაუნა ჯადოსნური ჯოხი, რომ მქონდეს 1 და 2 ოცნებასავით სურვილს აგიხდებნდი, ხოოოდა მე3 რომ წავიკითხე მივხვდი, რომ მაგას სულაც არ ჭირდება ჯადოსნური ჯოხი მთავარია შენი ზუსტი მისამართი მითხრა და გამოგიგზავნი, საქართველოს რაგბის მაისურს გავჩითავ არაა პრობლემა ;)

თეეეეეეეეეე შენი ოცნება მაწყობს ხო იცი? :D:D:D

P.S. let's our little and foolish dreams come true (angel)

Anonymous said...

http://www.youtube.com/watch?v=ukigFpQUGOs

აი, ასე მითხრას ვინმემ ლექსი :”>

Anonymous said...

ანუ, ეს არის ჩემი სურვილი :D დამავიწყდა მიმეწერა :D

Lalena said...

აუ მაგ ლექს მეც თუ წამიკითხავენ, არც მე ვიტყვი უარს (angel) უმაგრესი ლექსია და უმაგრესი ადამიანი კითხულოობს... და მშვენიერი სურვილია :P