მაშ ასე პირველ რიგში არ მინდა ქორწილი აღიქმებოდეს როგორც ზღაპრებშია დასასრულად სიტყვებით "და ცხოვრებდნენ ერთად დიდხანს და ბედნიერად"... ქორწილი არ არის დასასრული, პირიქით დასაწყისია. ქორწილის მერე თაფლობის თვეა, ნუ ჩემს შემთხვევაში კვირა :))) ქორწილის მერე ყოველი დილა იწყება ერთმანეთით, მერე მეტი სითბო, ზრუნვა და რაც მთავარია სიყვარულია. ხოდა მეც მინდა ეს დასაწყისი მოვყვე...
მოკლედ 10.10.10 ისეთი თარიღი გამოვდა, რომ სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებიდან (ვინც ხელი მოგვაწერინა) დაწყებული ბუსიკოს მეგობრებით დამთავრებული ყველა იმაზე გვიკაკუნებდა შეუძლებელია ეს თარიღი დაგავიწყდეს და ამიტომაც აირჩიეთ ალბათო. არ ვიცი რატომ ავირჩიეთ, შეიძლება მართლაც ამიტომ? არა ალბათ უფრო ბავშვური აკვიატება იყო, ჩემი ბუსიკოს ბავშვური აკვიატება.თვითონ ქორწილი ქალისთვის სასიამოვნოა თუნდაც იმიტომ, რომ ყველა გიღიმის და გეუბნება, რომ ლამაზი ხარ და ხედავ, რომ ყველა გულწრფელია (ალბათ? :D). როგორი პატარა და ვიწრო წრიანიც არ უნდა იყოს თეთრი კაბა და კომპლიმენტები მაინც თან გსდევს და მგონი ეს ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს.

მე პირადად გაიდიალებული მაქვს ჯვრისწერის ცერემონიალი, ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ის, რომ ამბინოზე უშვებენ ქალს და აღსავლის კართან მდგარს შეუძლია ხატს ემთხვიოს და სურვილი ჩაიფიქროს, მე პირადად ისეთ განცდებში ვიყავი, რომ არც კი მახსოვს რა სურვილი ჩავიფიქრე. კიდევ მომწონს პირველი ცეკვის ტრადიცია, მართალია ბუსიკომ სულ რაღაც 5-6 გაკვეთილში მოინდომა, საუბარია ქორწილამდე 2 კვირით ადრე პერიოდზე, შეესწავლა ცეკვაი იგი ქართული და ასევე კვადრატული ვალსი, მაგრამ საბოლოოდ მგონი ყველაფერმა მაინც კარგად ჩაიარა. არადა მომძვრა ყბა, რომ ცეკვაზე შევსულიყავით სულ მცირე 1 თვით ადრე, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი. იმიტომაც იყო მერე, რომ პირველი წრის შემდეგ მე ვდირიჟორობდი სად წასულიყო და საითკენ შეეხვია :))) ვალსი? იქაც იყო ერთი პაწაწუნა შეცდომა, ვისი ბრალი იყო აღარ დავკონკრეტდები, მაგრამ ყოველშემთხვევაში იმის თქმა მინდოდა, რომ მთელი გულით ვცეკვავდი და ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ მეგონა ძირს არც კი ვდგამდი ფეხს. ვიცი, ბევრს იმიტომ არ უყვარს ქართული ტრადიციული ქორწილი, თამადის და ოღრაში ძიების გამო, გაუთავებელი სმის და კიდევ ბევრი მსაგვსი რამე-რუმეების გამო, ამიტომ შევეცადე ჩემი ქორწილი ყოფილიყო 2 განყოფილებიანი, პირველი ტრადიციული ნაწილი თამადით და გრძელი სადღეგრძელოებით, მეორე კი უკვე საჩვენო ნაწილი, წინასწარ შერჩეული მუსიკა შესაბამის აპარატურაში და წამებში აღარავინ იჯდა სკამზე. არ ვიცი როგორ გამომივიდა ექსპერიმენტი, მაგრამ ვიცი, რომ ყველა ასაკობრივმა ჯგუფმა იმხიარულა და მათ შორის ყველაზე მეტად მე :)
კიდევ, ქორწილში მიყვარს თაიგულის სროლა და ტორტის გაჭრა. თუმცა ჩემ ქორწილში რაღაც უკუღმართულად მოხდა, თაიგული გაიტაცეს დაქორწინებულებმა და ტორტი ისეთი არ იყო "ბელაში" რომ შევუკვეთეთ. ხალხო ბელას ტორეტებს არ ენდოთ იტყუებიან!!!! :)))))

პ.ს. გაგრძელება, მგონი იქნება :)
7 comments:
ვაჰ
რა ხანია არ დაგიწერია და გამოჩნდი
აბა განაგრძე :)
კიდევ კარგი, დაბრუნდი, ერთი წლით დაგვიანებასაც არაუშავს :))) ქორწილი მართლა ძალიან მაგარია და ის მუსიკა რომ მესმის, ჩემს ქორწილზე რაც ჟღერდა, ისევ მაჟრჟოლებს.
გეთანხმები, რომ ყველაფერი ქორწილის შემდეგ იწყება და თანაც როგორ, მანამდე ყველაფერი მაიმუნობაა :დ
არ მჯერა შენი პოსტის დანახვა, გამიხარდა რაღაცნაირად <3
ნუ ზოგადად ქორწილებს რომ ვერ ვიტან, ეგ ვიცი.
მაგრამ შენი გამოჩენაც ძალიან გამიხარდა. ხშირად წერე ხოლმე. :)
როგორ გამიხარდა შენი გამოცენა, აღარ დაიკარგო :)
ქორწილის ამბები კი ისე მიება შარშანდელ პოსტს (თარიღითაც), თითქოს დრო გაჩერდა და სულ რარაც ერთი თვის მერე წერ :)
ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ :*
რა კარგია დაბრუნება :)
ლამის იყო მეფიქრა, რომ სულ გადაიკარგე :*
ხოოდა, ისეთი უცნაური გრძნობით ვკითხულობდი ამ პოსტს, მე ქორწილოფობი :)
კიდევ ბევრი ბედნიერება შენ
babisa, დიდი მადლობა, მე ისიც არ მეგონა თუ ხალხს საერთოდ ვახსოვსდი :))
სოფიიი, როგორ ჩამოვრჩი ამბებს, გილოცააავ, არ ვიცოდი, ქორწილის მუსიკაზე და ჩვენს სიმღერაზე მეც მბურძგლავს :))
კიწი მადოლი საყვარელო :*
ქეით, ხოოო იცი ალბათ ქორწილსაც გააჩნია, მაგრამ რომ გააჩნია ისეთი ქორწილების ფინანსებსაც გააჩნია და მიდის ასე წრეზე :)))
ქეთი მადლობა თბილი სურვილებისთვის, კი მიება ნამდვილად და ვნახოთ თუ ჩავდგები ფორმაში :))
ნასტასია შენ გაიხარე, მადლობა, ფობი კიდე რა მოსატანია :))) ყველაფრის დაგეგმვაა შესაძლებელი მაგრამ ისევ ფინანსების გათვალისწინებით :))
ხალხებო მადლობა კიდევ ერთხელ რომ გახსოვართ, 1 წელიწადში ხალხს რელური ნაცნობები ავიწყდება არათუ ვირტუალური :) გაიხარეთ ყვეამ, თბილ, ტკბილ დღეებს გისურვებთ, სიხარულებს და სიყვარულებს, და ყველა-ფერს :*****
Post a Comment