Sunday, October 12, 2008

Barfuss


აი ახლა ისე სავსე ვარ ემოციებით, ერთი ნაცრისფერი და ზედმეტად ჩვეულებრივი დღე მგონი ისე მთავრდება, რომ დავიწყებას ძალიან შორეული პერსპექტივით გადაეცემა... სულ შემთხვევით ჩავრთე ტელევიზორი და ერთ-ერთ არაქართულ არხზე აღმოვაჩინე barefuss. ჩემი უსაყვარლესი ფილმი... აუ იგივე ემოცია, იგივე შთაბეჭდილებების ქვეშ ყოფნა პირველად, რომ ვუყურე... უმაგრესი პერსონაჟები ყავს ამ ფილმს... აუ თან ლაილას ჩემსავით (ალბათ მე ლაილასავით აჯობებდა მეთქვა) ბევრი ხალი აქვს ხელზე... ჰმ, თან რამდენჯერ გამიფიქრებია შუა ქალქში: აი, ახლა ავდგები ფეხზე გავიხდი და შიშველი ფეხით გავტანტალდებითქო... აუ არა, არა, არ იფიქრო, რომ ჩემს თავს სადღაც, ვიღაცაში ან რაღაცაში ვეძებ, უბრალოდ ძალიან ვგავართ ერთმანეთს მე და ლაილა, ერთი რაც განგვასხვავებს ისაა, რომ მე თავის მოკვლა არათუ მიცდია, არც მომნდომებია (shake) ... მმმმმმმმ მიყვარს, მიიყვარს, მართლა ძალიან მიყვარს...

5 comments:

Anonymous said...

მეც
მაქვს
მასეთი ფილმები :უსერ:

Anonymous said...

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელია, ეგ მსახიობი ბიჭი მაგრად მევასება :”>

Lalena said...

მელია sweet :)

deka136 გერმანელიიი? წაურასისტებ ხოლმე? :))))))))

Anonymous said...

პირიქით, ჩემზე მაგარი რასისტების მოძულე ადამიანი მეორე არ დადის დედამიწის ზურგზე, მაგრამ გერმანულებს და გერმანელებს მაინც ცერად ვუყურებ :D ცივი ხალხია და იმიტომ :”>

Lalena said...

აჰაააა, გასაგებლარია ყველაფერი :D ხო ეს ბიჭი მეც მომწონს :)))))))))