
ლექსი ეფუძნება რეალურ ფაქტებს :)))))))))
ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს, კიარადა ღამეს, როცა უკუნი სიბნელე, სახლში გამეფებული იდეალური სიჩუმე და ქარის საშინელი ზუზუნი მხოლოდ შიშისა და სიცივის შეგრძნებას ნერგავდა სულში, პაწაწუნა მაგიდასთან თბილად მოკლათებული სამი გოგონა სულ სხვა რამეზე ფიქობდა... სახეებზე გადარბენილმა ღიმილებმა და ანთებულმა თვალებმა დასავიწყებლად განწირული ფიქრები სამუდამო არსებობისთვის გაიმეტა და შავ დღიურში დაატყვევა...
ნუ ირონიას, რომ შევეშვა უბრალოდ ის სიტუაცია ავღწერეთ, რაც იმ წუთში იყო, თითო სტრიქონი თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის, ერთიც საერთოა :P
ჩემს წინ ირწევა გამხმარი ტოტი,
ყურში ჩამესმის ლამაზი ნოტი,
არ იჩითება მაგარი ”პონტი”,
რა გემართება? შენ მაინც მოდი...
7 comments:
გავაგრძელო?:P
მოვედი მგონი, მგონი მიხმობდი,
მე არ მიხმობდი? ვის სთხოვე მოდი?
მეც რომ მოვედი? თანაც მოვრბოდი,
სხვას რომც უხმობდე მეც დავრჩებოდი,
დავრჩები მოდი,გაბრაზდებოდი?
მე მხოლოდ ჩუმად ჩამოვჯდებოდი,
მოდი რა წავალ, შენ თვითონ მოდი,
ხომ მაპატიებ? ვბოდიალობდი:)))
ბოდიალობდი?! ვფიქრობ რომ არა,
ნუ რაღაც პონტში აზრი "ნათელი" :D
უკაცრავად და ბატონო jaco,
თუ შეიძლება, თქვენი სახელი?! :D :D
ისევ ირწევა გამხმარი ტოტი,
ისევ ჩამესმის ლამაზი ნოტი,
მოდი გავჩითოთ მაგარი პონტი,
ბლოგერებს ვუხმობ, ყველანი მოდით.
მოდით და ნახეთ ორი კომენტი
jaco-ს და თეოს შაირი, მოდით,
თან წამოიღეთ რითმები კონით,
თუნდაც ჩემსავით სულ ნუ გამოგდით.
ვბოდიალობდი??ბოდიში, sorry :)
ოჰ, ღმერთო ჩემო! მჩაგრავენ მგონი!
ჩემს წინააღმდეგ ბრძოლობენ ორნი!
ლექსებს მესვრიან ჩავიცვა ბრონი,
მძიძგნიან სვავნი, არწივნი, ქორნი!
მირაიანი ვარ სახელად სრულად,
ამირანის კი მოვირგრე როლი,
თუ დამიძახებ მე მეგობრულად,
მიწოდე მირო ვით შენი ტოლი...
ბლოგერებს გვიხმობ? მოვედი სალი!
თურმე დავღლილვარ, დამისხი წყალი.
მარტო არ დამხვდი, გსტუმრობს სხვა მზეო,
მოდი გაგიცნობ, რა გქვია, თეო?
:გივი:
მევასებით :))))
მირიან, მირო, ამირან
ნამდვილად არ მენანება
რომ გამოვხატო ეს ჩემი
უზომო აღფთოვანება!
დიახ რომ სწორად აღნიშნე,
მე თეო მქვია სახელი...
ცოტა მოიცა,შეჩერდი
ორი სიტყვა მაქვს სათქმელი:
გჩაგრავან გგონი და თანაც ორნი?
შემოგპარვია ზმანება შორი!
აბა არწივი? სვავნი ან ქორნი?
ჩვენ აქ ერთნი ვართ ტოლნი და სწორნი! ;)
მე მაპატიეთ და ბოდიშს გიხდით,
მხოლოდ ახლაღა დავწერე ლექსი,
ვმეცადინეობ, ალბათ მიმიხვდით,
დღესღა შევძელი ცოტა რელექსი.
მიყვარს ლექსები, თუმც არ ვწერ ხშირად,
ხშირად დავწერო, რას მაძლევს წერა,
ვწერ თითქოს ფილმად, ფურცელს ვდებ ფირად,
ამ ფილმს ვერ ვხვდები, მომკალ და ვერა.
შენ მეგობარო, კარგად წერ, წერე,
ჩემს შემთხვევაში, დასრულდა ფილმი,
გავჩუმდი, კისერი შენ მოგიღერე,
აჰა შენ დანა and you can kill me...
Post a Comment