Sunday, November 23, 2008

შვიდი...


არ ვიცი რაზე დავიწყე, ან აქამდე როგორ მოვედი ფიქრით... არც ის ვიცი, უბრალო დამთხვევააა? მუსიკაში შვიდი ნოტია, ასევე შვიდია ძირითადი ფერიც, რომელიც წვიმის წვეთებში გარდატყდება და ცისართყელას ქმნის... ალბათ ნოტები და ფერები ერთმანეთს შეესაბამება, უსაზღვროდ დიდი ნიჭია, როცა ხატვა შეგიძლია... ყოველთვის ვამბობდი: შეიძლება ლექსად თქვა, მუსიკად გამოხატო, პლასტიკით გადმოსცე რასაც გრძნობ, მაგრამ ხელოვნების დარგებს შორის ყველაზე რთულია დახატო ემოცია...
რომ შემეძლოს, დავჯდებოდი საყვარელ მუსიკას მოვუსმენდი და ნოტებს დავხატავდი, ყველა ნოტს თავის ფერს შევუსაბამებდი, ხოდა მუსიკას დავხატავდი, იმ განცდას დავხატავდი რასაც სმენით განვიცდი, ემოციას დავხატავდი...

ნეტავ კიდე რა არის შვიდი?
რელიგია:
1) სამყარო შვიდ დღეში შეიქმნა.
2) არსებობს შვიდი სათნოება: რწმენა, იმედი, გულმოწყალება, სამართლიანობა, თავშეკავება, მომჭირნეობა, სულის სიმტკიცე.
3) ქრისტიანი მწერლის თომა აქვინელის მიხედვით შვიდი სასიკვდიო ცოდვა არსებობს: გაუმაძღრობა, სიზარმაცე, ვნება, პატივმოყვარეობა, მრისხანება, შური, სიხარბე.
4) ებრაულ შანდალს შვიდი განშტოება აქვს (სამწუხაროდ არ ვიცი რას აღნიშნავს)
5) ილამის მიხედვით არსებობს შვიდი ცა: ვერცხლის, ოქროს, მარგალიტის, თეთრი ოქროსი, ლალის, გრანიტის.

სხვა ფაქტები:
1) მსოფლიოში შვიდი კონტინენტია;
2) მსოფლიოს შვიდი საოცრება;
3) კვირაში შვიდი დღეა;

P.S. თუ რამე მოგაფიქრდათ, რაც შვიდთან არის დაკავშირებული ჩავამატოთ J

12 comments:

sabaha said...

სააააააააალ ნახე http://en.wikipedia.org/wiki/7_(number)

Lalena said...

:O
აუ მე რატო არ მომაფიქრდა ვიკიპედიაში, რომ მენახა :s

jaco said...

7 კონტინენტია?:O
1. ჩრდ. ამერიკა; 2. სამხრ. ამერიკა; 3. ევრაზია; 4. აფრიკა; 5. ავსტრალია; 6. ანტარქტიკა; 7. ?

და საერთოდ, ჩემი საყვარელი ციფრია 7, ბავშვობიდან და რაღაც-რაღაცეები პირადი 7-თან დაკავშირებული მაქვს, არ დავწერ აქ:)

Anonymous said...

@ჯაკო

ევრაზია ცალ-ცალკე :))
ევროპა და აზია
ნუ ზოგი 6ო ზოგი შვიდიო გააჩნია ვის როგორ მოსწონს :))






პოსტი მომეწონა, ხატვა ძალიან მიყვარს და შენსავით ვფიქრობ, იმ განსხვავებით რომ მეორეც არის მასთან. მუსიკა & ხატვა, ამაზე უკეთესი არაფერი შექმნილა და არც შეიქმნება არასოდეს :|

ხატვა ჰოო, ძალიან მიყვარს მაგრამ რამდენად გამომდის ეს სხვა საკითხია :)) ზოგჯერ ვცდილობ, არ მაქვს ფუნჯები, მაგრამ კალმით ან ფანქრით ვჯღაბნი :)

ამიტომაც ავირჩიე ფოტოგრაფია, იმას გადმოვცემ სურათით რა ემოციაც მაქვს.

:|

Anonymous said...

ert rameshi ver dagetanxmebi :D


emociebis musikit gadmocema namdvilad ar aris xatvaze odnavadac ki martivi :D

P.S. daje ufro piriqitac kia :D

Lalena said...

მიროოო ევრაზია არა :P

მელია მართალი ხარ, არაფერი შექმნილა, ხოდა დახატე რაა გთხოოვ დახატე ხოლმე...

დეკა შენ რა ფიქრობ, რომ ბგერით უფრო ძნელია გადმოცე ემოცია ვიდრე ფერით? :?

Sweet said...

wow, მეც ხო დავწერე პოსტი 7 მაგიურ რგოლზე...

Anonymous said...

ki, bevrad ufro rtulia bgerit emociis gamoxatva, chemi mokrdzalebuli azrit :">

aba kargad dafiqrdi da mgoni shenc mixvdebi, rom scori var :D :D :D

Lalena said...

მართლა მააარ? :? მოვძებნო ერთი შენს ბლოგზე ;)
დეკა, დავფიქრდი კარგად და მაინც ჩემს აზრზე ვარ :P ალბათ იმიტომ, რომ ხატვა არ შემიძლია, ან უბრალოდ იმიტომ რომ ასე ვფიქროობ :P აბა ახლა შენ დაფიქრედიიი, იქნებ შენ შეიცვალიო აზრიი (angel)

Sweet said...

წაკითხული გაქვს გოგო, დაჟე 2 კომენტარი გაქვს დატოვებული ;)

Anonymous said...

amjamad iseti droeba midgas, rom sheidzleba itqvas, xatva da musikis sheqmna ert doneze gamomdis (nu, dabali romaa es done, sxva sakitxia :D) da magitom var darwmunebuli imashi, rasac ager ukve mesame komentari mivudzgveni (emo)

Lalena said...

მართლა მააააარ? აუ ამ ბოლო დროს სერიოზული სკლეროზი დამჩემდა (angel)

დეკა, და მაინც მე თქვენის მოწიწებულის ნებართვით ჯიუტად დავრჩები ჩემს აზრზე :P