
მთელი დღე ვირბინო, ამასობაში დღეც გავიდა
ძალიან ბევრი თავისფალი დრო მაქვს და შევეცადე ისე მოვქცეულიყავი, რომ საღამოს ძილის წინ დაღლილიც ვყოფილიყავი და კმაყოფილების გრძნობაც მქონოდა, რომ რაღაცას ვაკეთებ. ასე რომ გუშინდელი დღე შემდეგნაირად გავატარე:
- ვარჯიში დავიწყე. მერე რა რომ ჩემს უბანში სირბილს ვერ ვახერხებ, ერთხელ ვცადე სკოლის ეზოში და ფანჯარაში გადმოკიდებული მამრების მზერამ გადამაფიქრებინა. მეორეჯერ ქუჩაში ვცადე მერბინა ტრორუარზე ჩემთვის, მაგრამ დილით მაწაწნწალა ძაღლების პარალელურ რეჟიმში ძუნძულმა და აკომპანიმენტმა ”დედააააა მინდააააააა” საერთოდ ვარჟიშის სურვილი დამაკარგვინა.
- გოლზუორთის ნოველების კითხვა დავასრულე, რამდენიმე ჩემთვის გულში ჩამწვდომი ფრაზა ამოვიწერე, ნოველები გონებაში ფავორიტებად დავახარისხე და სკამითა და წიგნით ხელში გავეშურე თაროებისაკენ. გადავწყვიტე წამეკითხა რამე ძველი, ცოტა მძიმე, ცოტა რითმით გაჯერებული, ისეთი რაც ფიქრებისგან მომწყვეტდა და მთლიანად წიგნში ჩამძირავდა. არ ვიცი რამდენად წარმატებულად ავარჩიე, მაგრამ დღეს უკვე ჰომეროსის ”ოდისეას” კითხვას ვიწყებ.
- სახლი დავალაგე. რა ჩვეულებრივად ჟღერს არა? რა არის იმაში გასაკვირი 21 წლის გოგო სახლს ალაგებდეს. გასაკვირი ისაა, რომ ყველა კუთხე კუნჭული, ყველა უმნიშვნელო უჯრა, ყველა პაწაწინა უაზრო ნივთით გამოტენილი ყუთი დავალაგე, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყველაფერი დავალაგე.
- ისევ მივუბრუნდი ჩემს როიალს. რამდენჯერმე უგულოდ კი არ დავუკარი ნაწარმოებები, არა, ისე როგორც ძველად მეცადინეობა დავიწყე გამებით, არპეჯიოებით, სხავდასხვა სავარჯიშოებით, იმ იმედით, რომ ძველი ტექნიკა აღვიდგინო. უძველესი ნაწარმოებები გავიხსენე, დაახლოებით 3 საათი ვიჯექი და ვუკრავდი.
- საყურეები გავაკეთე. სკვინჩას, ჩემს დას არ მოეწონა :( არც ბაკარაში ნაყიდია და არც ზარაფხანაში მე ბოდიში, მაგრამ ჩემი გაკეთებულია, მომწონს და სულაც არ ვთვლი, რომ ბანძია :s
- მივხვდი, რომ ასე ყველა დღე ვერ გავქაჩავდი, გადავწყვიტე რამით დავკავდე, მაგალითად ინგლისურის ცოდნა გავიღრმავო და ახალ ვაკანსიებს გადავხედო. სამწუხაროდ ამ მხრივ მკვდარი სეზონია :( დამლაგებლის პოზიციის მოთხვონებიც ვერ დავაკმაყოფილე, ასაკით ღმერთმანი ასაკით :დ ერთ ადგილას მაინც გავაგზავნე ჩემი ქეციანი cv, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს.
- და მაინც არ მოვიდა ეს ოხერი საღამო, ტელევიზორსაც ვუყურე, ბლოგებსაც გადავხედე, გარდერობი თავიდან დავალაგე, შემატება-შევსებისთვისაც თადარიგი დავიჭირე და ძლივს ეღირსა მოსაღამოვება. მერე სკაიპში თეოს ველაპარაკე, მერე ბიცოს, მერე კიდე უბრალოდ ვიჯექი და საათს ვუყურებდი და ველოდი. მერე ქუთუთოები დამიმძიმდა, საათს დავხედე სამი იწყებოდა თუ იყო აღარ მახსოვს, ერთიორიცალი მოკლეტექსტური შეტყობინება გავაშვანშვალე და დავიძინე...
პ.ს. დღეს დილითაც ვივარჯიშე, არ დამზარებია, ასე გავაგრძელებ :)
3 comments:
yochag shen :UP: :)
ისე მიყვარს ჰენდმეიდ ნივთები, ეს საყურეებიც მომეწონა. მშვენივრად გაგიტარებია დღე, მე როდის მოვიცლი, რომ ჩემს გარდერობს მივხედო, გახსენებაც არ მინდა, ისეთი ამბავი ტრიალებს... :D
hexe მადოლი :*
ხოოო, მგონი მე იმაზე მეტად მომწონს სოფ ეს საყურეები რომ უნდა მომწონდეს :დ
Post a Comment