Saturday, January 10, 2009

უბრალოდ ვთქვათ...


გვირილა...

უსუნო, უბრალო...

დიახაც უბრალოც და უსუნოც, მაგრამ არა უშინაარსო, აბა რამდენი გვირილის ქათქათა ფურცელი შეეწერია კითვებს: ვუყვარ? არა ვუყვარვარ?..

საიდან წამოვიდა ნეტავ ეს პატარა და ყველასათვის საყვარელი რიტუალი? ან მაინცდამაინც გვირილას რატომ ვეკითხებით?...

ვინ იცის რამდენი უდანაშაყლო ყვავილი შეეწირა ამ უბრალო კითხვებს?...

არ ჯობია ამ პაწაწუნა ყვავილს არსებობა ვაცადოთ და ჩვენი სათქმელი ჩვენ თვითონვე ვთქვთ?

თამამად თავი ავწიოთ, ან პირიქით, მორცხვად დავხაროთ, ან პასუხის მოლოდინში თვალები დავხუჭოთ, ან ბავშვივით ყურებზე ხელი მოვიკიდიდოთ და ჯიუტად ვიძახოთ...



ჩემო სიხარულო არ კითხო გვირილას, მე გეტყვი ტკივილის გარეშე, მე გეტყვი სიხარულით, ოღონდ ცოტა ჩამოიწიე ყურში ჩაგჩურჩულებ: ხო, მე :) ... შენ, და არავინ სხვა :) მიყვარხარ უსაზღვროდ...

4 comments:

Anonymous said...

შეყვარებული ხარ :წუბ:

Lalena said...

და მერე როგორ... (blush)

Joseph said...

თბილი პოსტია, გასაგები და განცდილი. მაგარია ძალიან...
ხო, ჩემი კომპლიმენტები ქარიშხალი შენ, ასე კარგად რომ წერ. ვისიამოვნე :)

Lalena said...

დიდი მადლობა ჯოზეf :)