
-ოჰ, ეს გამოცდები
-მე მესმის შენი, კი არადა... აუუუუf...
-აბბააა, ვიზიარებ საკუთარი თავის მწუხარებას :
მოკლედ, ხვალ, პრინციპში უკვე შეიძლება ითქვას, დღეს, პირველი გამოცდა მაქვს, საავტორო სამართალში, არადა საშინელი პროტესტის გრძნობა მიპყრობს. არა, არა, გამოცდას კი არ ვაპროტესტებ, ვის არ ჩაუბარებია, არც დროს, სამის ნახევარი მშვენიერი დროა, არც საკითხებს, რას ერჩი? რაც გავიარეთ მხოლოდ ის საკითხები შევდა. აბა რა ჯანდაბას? რას და მაღლივში, რომ არ მინდოდა გენაცვალე სწავლა იმიტომ დავწერე ეროვნულებზე მათემატიკის ტესტი ძააან ”საყვარლად”, ხოდა რაღა მაინცდამაინც მაღლივის ბიბლიოთეკაში :(((( არ გადავიწერ ბატონო, ვიცი, ვიცსწავლე, ვიმეცადინე, ნახევარი სემესტრი კაზუსები ვწერე, ვიაქტიურე და თავზე დავიმხე ეს ოხერი წიგნი და დამტოვეთ თუ შეიძლება მშობლიურ მეორეში, თუდაც სულ მარტო კალმისა და თაბახების ამარა. არ გადავიწერ, მე თვითონ დავწერ და ჩაგაბარებთ ბატონო :s
ამიერიდან ვიდრე ორი კვირა მომიწევს ”უტკბილესად” ძილი გადაშლილ წიგნებში, დილას დასიებული თვალებით გაღვიძება, აღშფთებულ-შეშფოთებული, ნატანჯი მიმიკით სიარული და კედელზე გაკრულ ცხრილზე კრესწიკების დასმა, ეს უკვე ჩავაბარე...
P.S. ჰმ, მოვიოხე გული, მოვაწყვე გრანდიოზული წუწუნეთი :D
-აბა ვინაა კარგი გოგო? ვინ წავა და გააგრძელებს მეცადინეობას?
-ოღონდ ეგ არა :(
7 comments:
გუშინდელ დღემდე მეგონა, რომ მაღლივი მხოლოდ მაღლიველების ტკივილი იყო...
განა კი რა დავაშავეთ ეგეთი რომ მაღლივში გაგვამწესეს?!:?
ვუერთდები შენს პროტესტს საალ!
looool :D
ra xart es iuristebi :D
me sami celia titqmis yoveldge davdivar codnis tadzarshi da tqven marto gamocdebze amosvla gezarebat :D
არა რა, მაღლივს რომ დაუმუღამო იქ უნდა სწავლობდე :)
დღემდე მაღლივთან რომ გავდივარ თვალები მენთება. უმაგრეს დროს ვატარებდით, კარგად ვერთობოდით, გამოცდებს ჩვეულ კედლებში ჩვეული იუმორით ვაბარებდით..
მაგარი იყო ძალიან, აბა მეორეა კარგი? უნივერსიტეტის წინ გზაზე გადასვლას თუ დააპირებ ერთადერთი იმაზე ოცნებობ ვინმე ღიპიანმა ძიამ არ გაგთელოს :)
გაიხარე თეეეე :ს
კი დეკა გვეზარება ჭეშმარიტად, კიდევ კაი 7ვე გამოცდაზე არ მიწევს ამოსვლა თორე ჩემს კივილს გაიგებდა თბილისი :)))
რას უნდა დაუმუღამო გრიგოლ? 13 სართულიან სტარიშალს და მონსტრ ბიბლიოთეკას გვერდით? გამოცდიდან გამოსული გაყინულ-გაპლიკვული სარკეს ვეძებდი მეთქი მე ვერ ვგრძნობ და კიდეურები ხომ ნამდვილად მაქვს ჯერ კიდევთქო? სხვათაშორის ჯერკერობით მჭირდება! დაილოცოს მშობლიური მეორე :ს
me erti gamocda maqvs bibliotekashi da imedia, gadamacerineben :D
I HATE EXAMS!!! Good luck;)
+1
:|
Post a Comment