
მწარე გოგონამ დამთეგა და :)
მიყვარს – სიცოცხლე;
ვოცნებობ – მოგზაურობაზე;
ვფიქრობ – რამდენად სწორად ვიქცევი;
მძულს – არც არავინ;
ვნანობ – იმიტომ ვფიქრობ ბევრს, რომ არ ვინანო, იმედია ასევე გავაგრძელებ ბოლომდე :) ;
მენატრება – სოფელი, მდინარეში მამიდაშვილებთან ერთად ბანაობა;
მსურს – ვიყო წარმატებული ქალი, ანუ ვიყო ყოველთვის სასურველი მეუღლე, კარგი დედა და მქონდეს საქმე, რომელიც მეყვარება;
მაღიზიანებს – უყურადღებობა;
ვგრძნობ – ახლა სევდას;
მეშინია – სიკვდილის, სიცოცხლის მალე დაკარგვის, იმის, რომ რამეს ვერ მოვასწრებ, თუნდაც ”მიყვარხარ” სიტყვის ახლობლებისთვის საკმარისი რაოდენობით თქმის;
ვიცი – ვიქნები კარგი იუსირტი;
არ ვიცი – რა მელის ხვალ;
შემიძლია – გაგიღო კარი და დაგანახო ”მე”;
ვმეგობრობ – საოცარია, მაგრამ მხოლოდ ჩემი საქმროს მეგობრებთან და უნივერსიტეტის ერთადერთ ჯგუფელთან;
ვაპატიებ – ვაპატიებ, მაგრამ არ ვიცი მერე რა იქნება;
ვტირი – მაშინაც კი როცა მიხარია, ვიცინი, ფილმს ვუყურებ და მსახიობების თვალებში სიხარულს ვხედავ;
ვიცინი – მთელი გულით, მხოლოდ მაშინ, როცა გრიშოლი მთხოვს;
ვეძებ- სამსახურს;
ღირსი ვარ- სპილოების კოლექციის :)))))))))) ;
ვკარგავ- ერთხელ დავკარგე ბავშვობაში დედიკოს ტყავის ხელთათმანი, ძალიან ეწყინა, შევპირდი პირველი ხელფასით გიყიდითქო :( ;
მშურს – მორწმუნე ადამიანის, მნიშვნელობა არ აქვს რელიგიას, ვგიჟდები ადამიანებზე, რომლებშიც უსაზღვრო რწმენას ვხედავ;
ვემალები – არავის;
ვემტერები – ვერ;
მაინტერესებს- სამყარო;
არ მაინტერესებს – ჭორები;
მრცხვენია – როცა მოლოდინს ვერ ვამართლებ;
უარვყოფ – რომ ცუდი ფრჩხილები მაქვს;
ვავადმყოფობ – ალერგიამ წაიღო ჩემი ახალგაზრდული სულისკვეთება :))))) ;
ვმალავ – წყენას, გულისტკივილს, ტკვილს იმ იმდით, რომ მიხვდებიან, თუმცა...
ვინახავ – სამსახურებიდან წამოღებულ კალმებს;
მწამს – ღვთის;
მიკვირს – როგორ შეიძლება ”დამთავრდეს” სიყვარული;
მიხარია – ყურადღება;
ვჭორაობ – უიშვიათესად, არ მიყვარს ჭორაობა;
ვდარდობ – ბაბუას, რომ ნარდი არ ვეთამაშე;
ვამაყობ – რომ ”პრავა” მაქვს :)))))))) ;
ვაკეთებ – სიკეთეს, ალბათ ცოტას და უმნიშვნელოს;
ვეფერები – საყვარელ ადმიანს, ებს, პელეს და ტერის :);
მსიამოვნებს – წყალი;
მესიზმრება – უკვე ორჯერ დამესიზმრა გარდაცვლილი ბაბუა და საშინლად ვტირი;
ვეხმარები – ყველას, ვისაც შემიძლია და როგორც შემიძლია;
ვეწევი – ბედს ვეწევი ;)
მწყინს – როცა დანაპირებს არ მისრულებენ;
ვხარჯავ – დროს, თან უაზროდ;
ვღალატობ – საკუთარ დანაპირებს, რომ არ დავივიწყებ დაკვრას;
ვკამათობ – ერთადერთ ადამიანთან;
ვუხეშობ – იშვიათად და ისიც, მხოლოდ ოჯახის წევრებთან :(
ვუსმენ – ძველ მუსიკას, ოღონდ არა პოპს და რეპს;
ვყოყმანობ – არჩევანისას;
ვკითხულობ – ”ვეფხისტყაოსანს” და წარმოდგენა არ მაქვს მერამდენჯერ;
ვამზადებ – იშვიათად, უამრავი მზერის ქვეშ, იქნებ რამე შემშალოს და გამისწორონ;
ვუყურებ - სერიალს ”შუა ქალაქში”;
ვკლავ – ოცნებებს, რომლებიც ვიცი არ ამიხდება;
ვაფუჭებ – ხანდახან ისე ვაფუჭებ, რომ მერე ძალიან მტკივა;
ვცხოვრობ – იმედით, რომ ოდესღაც მართლა გაბრწყინდება საქართველო;
ვცემ – გაბრაზებული, წარმოვიდგენ როგორ ვცემდი გამბრაზებელს :)
ვყვირი – თუ ჭკუიდან გადამიყვანენ, ეს უკიდურესობაა;
ვმღერი – ჩუმად, იშვიათად, გაუბედავად, გუნდიდან გამომყვა კომპლექსი;
ვასრულებ – იმ ნაწარმოებებს, რომლითაც შვიდწლედი დავხურე, ოღონდ ისე ვეღარ;
დავდივარ – უნივერსიტეტში;
ვმკურნალობ – არაფერზე;
ვერიდები- მთვრალს;
ვიტყუები – იშვიათად, უბოროტოდ;
ვეთაყვანები – ხატებს ვცემ თაყვანს მხოლოდ :)
ვგიჟდები – შენზე ბუუუს :*
ვაგროვებ – ემოციებს;
ვიხდი – ბოდიშს და მადლობას ზეხშირად;
ვეჭვიანობ – ჯერ საბაბი არ მოუცია და :))))))))))
“ვკაიფობ” – სახელშეკრულებოს ლექტორზე;
ვიზიდავ – წარმოდგენა არ მაქვს
ვალამაზებ – ყოველშემთხვევაში მინდა გავალამაზო ერთი ადამიანის ცხოვრება :)
პ/ს ვთეგავ:
გრიშოლის
ჯოს
ჰექსეს
9 comments:
sikvdilis nu gesiniia :chu:
yvelafers moascreb da mitumetes mag sityvis tqmas :)
shen ucxo adamainebsac imden sitbos adzlev da..
უკვე იმდენი ანკეტა წავიკითხე და იმდენმა დამთაგა
რომ წესით მეც უნდა დავწერო ეხლა რამე ასეთი
მაგრამ ვერ ვწერ
როგორც ცანს საკმარისად არ ვიცნობ საკუთარ თავს
შევეცდები მაინც :D
"ვასრულებ – იმ ნაწარმოებებს, რომლითაც შვიდწლედი დავხურე, ოღონდ ისე ვეღარ"- მე რა ხანია აგარ დამიკრავს და გული მწყდება, მარა გამოსასწორებლად ვერაფერს ვაკეთებ. კარგია რომ ასრულებ, მაინც :]
კაი, ტერის მოფერება მჯერა, მარა პელეს მოფერებას როდის ასწრებ? ალოკვიდან ალოკვამდე?? :))))))))))
წარმოუდგენელი ბედნიერებაა ხისუნიანი სახლიდან მოგესმას ასეთი სიტყვები :*
ჰექსუუს უნდა ცადო აბა :)
ბაბისა კარგად ვეღარ ვუკრავ :(
პელეს ლიკ ჰაერში ვასწრებ სანამ დამდორბლავს :)))))))))
მგონი მე სულ დამავიწყდა დაკვრა :(
თბილი იყო :)
აუუუუ გუშინ მეც გადავწყვიტე, რომ დამავიწყდა, ერთმა ადამიანმა დაბ დღეზე სულ ამაღებინა ხელი კლავიშებიანზე ყველაფერზე, ლამისაა კლავიატურასაც ”შევეშვა” :))))))))))))
როგორი გულწრფელი იყო ვერც წარმოიდგენ,იშვიათად ასეთი რამ ვიგრძნო...
არ გიცნობ მაგრამ ასე მგონია გიცნობ და ძალიან
ძალიან
საყვარელი
ადამიანი
ხარ...
:)
მადლობა სითბოსთვის ლილი :*
Post a Comment