ჰმ, სასაცილოა პოსტის ამგვარი სათაური, თითქოს ჟურნალისტობანას ვთამაშობ, თუმცა დე იყოს ასე :) მოკლედ, 8ში არაფერი დამიწერია ფილმების შესახებ, ანუ ერთი კვირა ჩავაგდე, ჰოოოდა გადავწყვიტე ორი ფილმით ავანაზღაურო, უფრო სწორად მულტფილმით:

ყველა ზღაპარს კეთილი დასასრული აქვს, თუმცა რა მოხდებოდა, თუ კონკიას ვერ იპოვიდა უფლისწული? ან თუ ობოლ გოგონას საერთოდაც არ შეუყვარდებოდა ეს ჩვენი თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი? ეს არის ზღაპარი სადაც კეთილი ჯადოქარი შვებულებაში მიდის შოტლანდიაში გოლფის სათამაშოდ, სადაც კონკიას მოკლე თმა აქვს (ყოველთვის მეგონა, რომ ყველა ზღაპრის გმირს რატომღაც გრძელი და ლამაზი თმა უნდა ჰქონოდა, ესეც შენი ზღაპრული სტერეოტიპი :)) ), სადაც დედინაცვალს მაგარი ფეხები აქვს :)))) სადაც ფერია კონკიას მყვინთავის ლასტებს აცმევს, და კულმინაციააააააააააა _ ეს არის ერთადერთი ზღაპარი სადაც კონკია შეყვარებულია იდიოტ პრინცზე. მჰჰჰჰ, პოპ-კორნიღა აკლია არა? :)))) ამ ანიმაციურ ფილმს ახმოვანებენ ნაკლებად ცნობილი მსახიობები: ჯორჯ ქარლინი, სარა მიშელ გელარი... Box Office: $37M. გამოშვებულია 2007 წელში, თუმცა 2009 წელს მეორე ნაწილიც გამოუშვეს სადაც მთავარ როლებს უკვე ფიფიქია და შვიდი ჯუჯა ინაწილებენ :)
2. Meet the Robinsons...

ვის უყვარს ფანტასტიკა? თანაც კომედია და სათავგადასავლო? რაც მთავარია ანიმაციური? მე პირადად გავრისკე და არ ვნანობ (ფართო ღიმილი და მუსიკა: ტარაააააააააამ). მთავარ როლში გვყავს ლუი, რომელისაც მშობლები არ ჰყავს და თავშესაფარში იზრდება სხვა თანატოლებთან ერთად, დრო გადის ყველას უჩნდება ახალი ოჯახი, ლუი კი ისევ მარტოა. მოწყენილი ბავშვი გადაწყვეტს გამოიგონოს ხელსაწყო, რომელიც დედის სახეს გაახსენებს, რათა იპოვოს მისი ნამდვილი ოჯახი, თუმცა სიუჟეტი სულ სხვაგვარად ვითარდება, სკოლის გამოფენაზე სადაც უნდა წარადგინოს თავისი გამოგონება, სასწაული ამბები დადტრიალდება, ლუი სულ სხვა სამყაროში მოხვდება, სამყაროში, რომელიც ”გამოტენილია” უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით, მოკლედ დაახლოებით უკან მომავალში :)
ახმოვანებენ: ანჯელა ბასეტი, ტომ ქენი... Box Office:$162M. 2007 წლისაა.
პ/ს სასიამოვნო კვირა დღეს გისურვებთ, გამიხარდება თუ შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ :)
5 comments:
შენც ბედნიერ და წარმატებულ კვირას გისურვებ!
რამდენი ხანია TV არ მინახავს თვალით და მით უმეტეს მულტფილმები, ბავშვობიდან ვერ ვიტან, მაპატიე :D ვერასოდეს "ვამუღამებდი" მულტფილმებს, "ნუ პაგადის" გარდა, ნუ ოქეი :D
რაის მაპატიე :D მე კიდევ ჩავრჩი მგონი ბავშვობაში, ხანდახან კარგი მულწიკი მირჩევნია კარგ ფილმს, აქ მეტი სითბო და სიკეთეა, თუმცა მულწიკების ”დაბინძურებაც” დაწყებულია :(
მულწიკები არც მე მიყვარს. მაგრამ "ვოლი" მომეწონა ძალიან
ვოლი ჩემი უსაყვარლესია :)
ეხლა ვიწერ, აუცილებლად უნდა ვუყურო :წუბ:
Post a Comment