Sunday, November 01, 2009

Simply Irresistible


დღეს კვირაა და უკვე ტრადიციულად ფილმზე საუბარს შევუდგები. Simply Irresistible კომედურ მელოდრამას განეკუთვნება, 1999 წლის ფილმია, მთავარ როლებს თამაშობენ პატრიცია კლარქსონი, შონ პატრიქ ფლენერი, დაილან ბეიქერი, სარა მიშელ გელარი. ბიუჯეტი: $6M.

თუ გჯერათ გამონათქვამის, რომ მამაკაცის გული კუჭზე გადის, ამის საკმაოდ მსუბუქი ეკრანიზაციაა, თუმცა ჩემთვის ეს ფილმი მაინც იქ უკაკუნებს, რომ კერძების მომზადება ხელოვნებაა, რომ შეგიძლია შენი განწყობა თუ ემოცია, შენი კერძით გადმოსცე, ამ ყველაფერს ემატება ცოტაოდენი ფანტასტიკა და იქმნება ე.წ. ჰოლივუდური ერთჯერადი მელოდრამა. არ დავმალავ ნამდვილად ერთხელ საყურებელი ფილმია, მაგრამ შეკრულ წარბს, როგორც მინიმუმ ხსნის, დანარჩენი ინდივიდის ემოციურობაზეა დამოკიდებული.


რა მოხდება თუ სიყვარულით გაჟღენთილი მზარეულის ეკლერი ხალხს სიყვარულს ”აიძულებს”, თუ მისი ერთი წვეთი ცრემლი, მთელს რესტორანს აატირებს? ეს არის ფილმი ერთ ჩვეულებრივ გოგონაზე, ამანდაზე, რომლესაც ნამდვილი პრინცი შეუყვარდება :)



პ/ს პირადად მე მომინდა არა მარტო ვიცოდე კერძების მომზადება, არამედ კომპლიმენტებიც დავიმსახურო ამ ”დარგში” :))))
გამიხარდება თუ ნახვის შემდეგ შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ :)

5 comments:

babisa said...

filmi ar vici, magram me vetanxmebi mag gamonatqvams,ziritadad egrea xolme :)))

cartwheel said...

http://www.youtube.com/watch?v=XQ-eisHzA84

Lalena said...

ბაბისა მე მგონი მეც მჯერა :)))))))))

ქართველი დიიიდი მადლობა, ჩემს მუსიკის ფაილს ახალი სიმღერა შეემატა :)

Keti said...

მომწონს ეს საკვირაო რუბრიკა
ფილმი არ მინახავს, მაგრამ კუჭზე გამავალი გზა, ასე ვიტყოდი, უფრო მოპირკეთებულია და სწარფად სიარულის საშუალებას იძლევა :))))
აი, მე ვერ დავიკვეხნი სწრაფი სიარულით :დ

Lalena said...

:))))))))) ვერც მე