
წარმოუდგენლად მიჭირს სიტყვებისთვის თავის მოყრა, თავს ვაიძულებ სიტყვათა გროვიდან, რამდენიმე ამოვარჩიო და წინადადებად შევაკოწიწო. არ ვიცი რატრომ ვწერ, არც ის ვიცი აქამდე რატომ არაფერი დავწერე, არადა დასაწერი ბევრი იყო. არაფერი ისეთი არ ხდება ჩემ ცხოვრებაში რასაც ასეთ უფერულ ხასიათამდე მივაყავარ, მაგრამ არ ვიცი რა მჭირს. ვერაფრით დავუსვუ თავს დიაგნოზი. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მაქვს, უნივერსიტეტი უფრო და უფრო მომწონს, განსაკუთრებით ოთხშაბათის ლექტორები და საგნები, სახლში გამოკეტილი არ ვარ, დაბ დღეებზე დავდივარ, წინ კიდევ 3 ქორწილი მელის, პატარა ანასტასიაც მოვინახულეთ მთელმა ოჯახობამ, ამ კვირაში ინტენსიური მეცადინეობაც დავიწყე, ისეთი, კმაყოფილების შეგრძნებას, რომ გგვრის. ერთადერთი რაზეც გული მწყდება ისაა, რომ ჩემი ნათლული დიდი ხანია არ მინახავს, და ვერ ვნახულობ დროს, სასაცილოა მაგრამ დრო ვერ გამოვძებნე, არადა არც ისე დაკავებული ვარ. რაღაც ხასიათი შემეცვალა, აგრესიული გავხდი :( რაღაც დაღლას ვგრძნობ, ხალისი დავკარგე თითქოს, ოღონდ რისი თვითონაც არ ვიცი. არ მინდა დაღლა, არც გაუფერულება, არ მინდა ჩამნთქას რუხმა და სქელმა ფენამ ყოველდღიურობის რუტინის, რომელიც ემოციებს ფერს უკარგავს, ახლა ისევ ის პერიოდი მაქვს როცა ადამიანებისგან ფერებს ვმათხოვრობ. საშინლად არ მომწონს ასეთი ჩემი თავი, საშინლად არ მინდა ასეთი ყოფნა, არც ის მინდა ამას, რომ ვწერ, მინდა ისევ აღფრთოვანებით ვწერდე თუნდაც უმნიშვნელო თემაზე, როგორ ვიგრძენი შუა ზამთარში ბალახის სუნი, როგორ სიამოვნებით გავიშოტებოდი ჩამოცვენილ წითელ-ყვითელ ფოთლებში, ან რა მაგარია როცა შენ სკვინჩა დაიკოს გაჩეჩილ თმებში მოქაჩვ...
6 comments:
rmaagaria win sami qorwili
da es periodebi mgoni aucilebelic kia, ertferovnad kargad yofnisgan tavdasacavad :))))) mtavaria male gaiaros
აუ ბაბისა რა მაგარად თქვი ერთფეროვნად კარგად ყოფნისგან თავდასაცავად, მართალი ხარ :) გაიხარე, მადლობა :)
ქორწილში წასვლის წინ სტრესი მემართება, მაგრამ თვითონ იდეა მომწონს :D =)) :crazy:
HAVE FUN!!!
გაიხარე სოოოფ, მადლობა :*
ძაკიან საყვარელი ხარ... :)
იციი? ;) :*
ეს პერიოდები ყველას გვაქვს და უფერულებაც ფერებით იცვლება მერე :)
გამახარე ლილი შენი კომენტარით :*
Post a Comment