ოთოს ბლოგზე, რომ ვნახე ამ სათაურით პოსტი გემრიელად მივაკომენტარე, მხოლოდ გვიანღა გავარკვიე რატომ იყო ჩემი ბლოგის ლინკი დადებული, მაშ ასე ამ აურზაურს + ჩემი მეგონები:1. 3 წლის ვიყავი ჩემი სკვინჩა დაიკო, რომ გაჩნდა. სანამ ნინო დაიბადებოდა ჩემი ბიძაშვილები რჩებოდნენ ხოლმე ჩემთან დიდხანს, ხან მე ვრჩებოდი მათთან, მოკლედ დებივით ვიზრდებოდით. ხოოოოდა ერთ მშვენიერ დღეს, რომ ვუყურებ ნინო სულ ჩვენთანაა ძალიან ჭკვიანი სახით მივდივარ დედიკოსთან და ვეკითხები: დედი ნინო თავის დედიკოს აღარ მიყავსთქო? მეგონა ჩემს დას, ისე როგორც ბიძაშვილ-მამიდაშვილებს თავისი დედიკო ყავდა.
აღმოჩნდა სკვინჩა სუუუულ სუუულ ჩემი დაიკო ყოფილა :)
2. პატარა, რომ ვიყავი კატეგორიულად არ ვაბიჯებდი ქუჩაში რკინის ჭებს, სულ გვერდს ვუვლიდი, ან გასაოცარი აკრობატული ილეთებით ჰაერში ვისკვანჩებოდი, მოკლედ ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ფეხი არ დამებიჯებინა, რადგან მეგონა ფეხის დაბიჯებით სურვილები არ ამიხდებოდა, მე კიდევ საოცრად ბევრი სურვილი მქონდა.
ზუსტად 3 წელია რაც გადავეჩვიე ამ სისულელეს :))
3. მეორე თუ მესამე კლასში ვიყავი ბერმუნდის სამკუთედის არსებობის შესახებ, რომ გავიგე. რას აღარ ვფიქრობდი ალბათ იქაა ჯოჯოხეთითქო, ხან ვფიქრობდი იქ ისეთი ადამიანთა ჯგუფი ცხოვრობს ვინც მხოლოდ კარგები და კეთილები არიან და არ უნდა აქ ყველასთან ერთად ცხოვრება, რადგან აქ ცუდი ადამინებიც ცხოვრობენ და ბევრ ბოროტებას ჩადიანთქო. ძალიან დავინტერესდი ამ კუნძულით და მეგონა დიდი რომ გავიზრდებოდი აუცილებლად ამოვხსნიდი მის საიდუმლოებას თუდაც სიცოცხლის ფასად.
მეტი საქმე არ მაქვს :)))
4. რაღა დაგიმალოთ და ჩემს ბავშვობაში მოდაში იყო უშუქობა, ხოოოდა ლოჯიდან ჩემს საძინებელში სანთლით გასვლა მაინცდამაინც არ მხიბლავდა, რადგან უუუჩაბნელებულესი შემოსასვლელი უნდა გამევლო, მეგონა შემოსასვლელში მშვილდისრიანი ეშმაკი იყო ჩასაფრებული და ისარს მსტყორცნიდა, ან მას თუ გადავურჩებოდი საწოლის ქვეშ დამალული ვამპირი აუცილებლად მსტაცებდა ხელს ფეხში და...
ვერც ახლა გამოვიდებ თავს სიბნელის არ მეშინიათქო :))))
5. ბავშვობაში მეგონა, რომ აუცილებლად დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებდი, ისე როგორც ზღაპრები მთავრდება.
ახლაც მგონია :)
P.S. თემას გააგრძელებენ:
ჩემი ბუსუ ბუსუ - http://laminirebuli-zgarbi.blogspot.com/
ქალბატონი ასკლიპიოდოტა - http://asklypiodota.blogspot.com/
ლიკა კაკიაშვილი - http://likakakiashvili.blogspot.com/
female - http://femaleee.blogspot.com/
მელია - http://melamelia.blogspot.com/
5 comments:
აუცილებლად დავწერ ჩემო კარგო,ვეცდები უახლოეს მომავალშიიიიი
5. მეც მეც მეც ასე მგონია კი არა, მჯერა :) ყველანი კარგად და ბედნიერად ვიცხოვრებთ :)
mec :)
hehe, madloba lalen :) aucileblad davcer uaxloes movalashi, qalaqgaret viyavi da exla vnazxe blogic da komentarebic :) xoda dzalian gamixarda :)
მეე female_მ დამთაგა და თურმე ეს თემა გამიგრძელებია :) ეხლა წავიკითხე შენი და 2 რაღაც დაემთხვა :P (:
Post a Comment