
დღეს ჩემი ბლოგის დაბ დღეა, 1 წელი შეუსრულდა...
რას ვგრძნობ? _არ ვიცი რაღაცნაირი შეგრძნებაა, ცოტა კმაყოფილება, ცოტა სიამაყე და უსაზღვრო მადლიერება ჩემი თანამესტაჟიორე ნინო ბატო-ბატოს მიმართ, მისი დამსახურებაა :)
რაზე ვწერდი ამ ხნის განმავლობაში? _ უმეტესად ჩემს ცხოვრებაზე, არ აღვწერდი მშრალად ფაქტებს, ფაქტებზე მეტად განცდებსა და შეგრძნებებზე ვწერდი, შედეგად ის მივიღე, რომ დღეს როცა ყველა პოსტი გადავიკითხე დროში ვიმოგზაურე.
რა ეტაპზეა დღეს ჩემი ბლოგი? _არ ვიცი, 1 წლის განმავლობაში 80 პოსტი დავწერე, სამჯერ მქონდა ჩავარდნა თუმცა სამივეჯერ თავიდან დავიწყე, რამდენჯერმე შევცვალე დიზაინი. დღეს დაბ დღეს ახალი თემფლეითით ვხვდები, რადგან შემოდგომა მოდის ცოტა სევდიანი მოყვითალო ფერები ავიღე. რამდენჯერმე გადავარქვი სახელი, როცა შევქმენი ერქვა think you are in heaven, but you are living in hell, შემდეგ life is piano, what you get out of it depends on how play it, დღეს მგონი საბოლოოდ შევუცვალე სახელი C'est La Vie. ვფიქრობ ამ სახელებით ცხოვრების გარკვეული ეტაპები გავიარე და საბოოლოდ დავრწმუნდი, რომ ესაა ცხოვრება, ხანდახან ტკივილიანი, ხან წარმოუდგენლად ტკბილი, ხან საშინელი მარცხით და დაცემით, ხან თავბრუდამხვევი წარმატებითა და აღმავლობით სავსე.
მკითველი? _ზუსტად არ ვიცი წრე, ვიცი, რომ არიან მეგობრები, ნაცნობები, უცნობები. მიხარია ყველას კომენტარი, მიხარია თითოეული ახალი ადამიანი ჩემს ბლოგზე, თუმცა ყველაზე ძალიან ის გამიხარდა ოთომ, რომ ჩემი ბლოგი ერთ-ერთ საყვარელ/საინტერესო ბლოგად დაასახელა.
სურვილი? _როგორც ჩემ იუბილარ, ასევე ყველას ბლოგს ვუსურვებ ყოველ სტრიქონსა თუ სიტყვაში თან სდევდეთ მკითველის აღფრთოვანებული და ინტერესეით სავსე თვალები, ეს ხომ ჩვენი სამყაროა? ხოდა რა უნდა იყოს იმაზე მეტი ბედნიერება, თუ არა საინტერესო და აღმაფრთოვანებელი შენი პაწაწინა სამყარო :)
12 comments:
ვულოცავ და გილოცავ :P
გილოცავ ბლოგის დაბადების დგეს დიდი ბლოგი გაიზარდოს:)კიდევ ბევრი მკითხველი ყოლოდეს, ავტორს საინტერესო ცხოვრება ჰქონოდეს რომ მერე ბევრი საინტერესო პოსტები დაეწეროს. მოკლედ კიდევ ბევრი კეთილი სურვილი მომდის თავში და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ შენთვის და შენი ბლოგისთვის.
ჩვენ ჯერ პატარები ვართ სულ რაღაც 6 თვისები მაგრამ ჩვენც მოგვწონს ბლოგინგი:)
ორივეს გილოცავ :)
მიხარია რომ უკვე 1 წლისაა, მიხარია რომ პირველივე დღიდანვე ვკითხულობ და ყველა პოსტი წაკითხული მაქვს, მიხარია რომ ასე ძალიან გაგიხარდა.
გილოცავ !!!
: )
მადოლი ხალხებოო :)
აუ ოთო იცოდი რომ მაგარი საყვარელი ხარ? :))))
ვუერთდები მილოცვას. დიიიიიიიიიდი ბლოგი გაიზარდოს და დეიკოსა და მამიკოს გული გაეხარებინოს :)))
მგონი, შენი სურვილები ყველა ბლოგერის სურვილებია. თითოეულ ახალ კომენტარს მეც გულისფანცქალით ვხვდები და ა.შ. :)
gilocavt :)
ზენქიუ :)))))
Happy B-day, dear bloggie blog =))
თავიდან, მეთქი, ეს სად მოვხვდი, მეუცხოვა, მაგრამ მომწონს ბლოგის ახალი სახე, მთავარია პოსტებიც ასეთივე გააგრძელო
soof :*
kide bevri kargi posti da bevri otosnairi mkitxveli :)))))))))
blogi idealuri sashualebaa sheni reinkarnaciebis agsaqmelad :))))))
მადოლი ნასტასია გულწრფელობისათვის :)
Post a Comment