
იმ ხნის განმავლობაში რაც ბლოგი უსინდისოდ მივაგდე, გარდა იმისა, რომ დროის უდიდესი მონაკვეთი ჩემი ემოციების შუქნიშანი ქრონიკულ სიწითლეს, ბრაზს, მიჩვენებდა, ბევრი რამ მოხდა. თავს მოვალედ ვგრძნობ დავწერო ის, რაც წესით უნდა დამეწერა და არ დავწერე, თუმცა არა ქრონოლოგიურად. მაშ ასე, ქრონიკებიდან გამოტოვებული ეპიზოდები: #1
3 აგვისტოს დედიკომ და მამიკომ ბენიერი ღიმილით სახეზე სახლში მოიყვანეს მუშები რემონტი უნდა გავაკეთოთო და მაქსიმუმ კვირანახევარში ყველაფერი მოვამთავროთო, მე ბოდიში მოვლენებს წინ გავუსწერბ და გეტყვით რომ ეს კვირანახევარი ჯერ კიდევ გრძელდება. ფაქტიურად ჩვნეს სახლში გადმოცხოვრდა 2 ადამიანი: ერთს ანდრო ქვია დედით აისორია და მამით სომეხი, 12 წლიდან რემონტს ვაკთებო, ყავს 10 წლით უფროსი მეუღლე, გურული, არ ყავთ შვილები და ყავს 2 ძაღლი; მეორეს ალეკო ქვია, დედით სომეხი და მამით ქართველი, ავღანეთში იბრძოდა სულ ბავშვი, უმუშავია სხვადასხვა ადგილებში დაცვად, ამ ბოლო დროს რემონტს მიჰყო ხელი, ყავს მეუღლე და 2 შვილი, დათო და მარიამი, ბავშვებზე ჭკუას კარგავს, მათზე ისეთი სიყვარულით მიყვება ხოლმე, უმაგრესი მამაა.
ზუსტად 2 კვიტა ვიცხოვრე ლოჯში არც მეტი არც ნაკლები საწოლზე! დიახ, საწოლზე ვიძინებდი, ვიღვიძებდი, ვსაუზმობვსადოლობვვახშმობდი, ვკითხულობდი, დავრბოდი, ვისვენებდი, ვიღლებოდი, მოკლედ ყველა და ყველაფერი (ავეჯი) ლოჯში ვცხოვრობდით.
თუმცა სულ სხვა რამის გახსენებას ვაპირებდი. მოკლედ (შუქი ქვერბა ეკრანებზე, ნელ-ნელა კედლებჩამოხეული ოთახი ჩნდება და თბილი ხმა იწყებს თხრობას):
ოთახების ფერების შერჩევა მე მევალებოდა, გადავწყვიტე მშობლების საძინებელი სალათისფერი ყოფილიყო, ჩემი ლიმნისფერი და ე. წ. ”ზალა” რძისფერი. ერთ მშვენიერ დილას მე, მამიკო და ანდრო დავირაზმეთ ჩემს მიერ შერჩეული ფერების სისრულეში მოსაყვანად. ბედნიერი ღიმილი მაშინ შეიცვალა, როცა მაღაზიში შემიყვანეს აირჩიეო მეც გავაქანე თითი და ისეთს დავად ცეცხლი, რომ ეკიდა, რაღა დაგიმალოთ და მამჩემს დასცხა, ერთი კი ჩაიბურტყუნა ეს ბავშვი არ უნდა წამომეყვანაო და დაიწყო დაწუნება. საბოოლოდ მიმიყვანეს ერთ სტენდთან და აქედან აირჩიეო, ავათვალიერ-ჩავათვალიერე თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, ეს სად მაკეთებინებენ არჩევანსთქო და სულ თვალდახუჭულმა ესა მესა გადის ესათი ავირჩიე :( მანქანაში ცხვიაწეული ვიჯექი და ხმას არ ვცემდი არავის, სახლში მოსული უფრო გავიბუსხე, განწირული სახით ავბობღდი ჩემს საცხოვრებელ ლოგინზე, ერთ კუთხეს მივაშტერე თავლი და არავის ამ ქვეყანად არ ვცნობდი. საღამოს ანდრომ და ალეკომ ჩემს ოთახში შემიყვანეს, ვიყურები დაბნეული თვალებით და ვერაფერს ვხვდები, ანდრომ მიყურა, მიყურა და მითხრა, ოღონდ შენ ნუ მოიწყენო და ჯანდაბამდე გზა ქონია იმ ოხერ ”შპალიერსო”, კედლები ისე გავაკეთეთ შენ ფერი თქვი და ხვალვე გაგიღებავთ, თავი არ შეიკავო დამატებით თანხას არ ვითხოვთო. ჯერ ძალიან გამიკვირდა მერე ისე გამიხარდა კივილი დავიწყე, მერე გონს, რომ მოვედი მეთქი ერთი პირობით მეც გამაშპაკლინეთ ცოტა, მერე გამაღებინეთ, სხვა ოთახში შპალიერი ჩამომახვინეთ, მეც უნდა მივიღო მონაწილეობათქო. საბოოლოდ ერთ რამეს მივხვდი, არც ისე ადვილი ყოფილა გაშპაკლვა-გაღებვა. :)))
მართალია ჩემი სკვინჩას ისტერიკის მერე ოთახი ვარდისფრად შევღებეთ და არა ლიმნისფრად, მაგრამ მაინც მაქვს კმაყოფილების შეგრძნება, რომ საოცრად ლამაზი ოთახი მაქვს, თუმცა მაინც არ მესმის რატომ?
3 comments:
გერლ, იუ რულ..... დზალიან ბევრი ვიცინე!!!!!
ჩემთვის უნდა გეთქვა ეგა :ლოლ:
ჩემს სახლშიც იყო ეგეთი რემონტობია და რაღაც სასწაული მუშები, არა, მე იმათ ხელოსნებს ვეძახი, ზუსტად 1 კვირაში დაამთავრეს 3 ოთახიანი ბინა და მე, როგორც "რემონტიორთმოძულეს", ისე შემიყვარდა ის ხალხი, ერთი არ დამიწუწუნია =))
გილოცავ ახალ ოთახს :) თავიდან რომ იღვიძებდი, თავს უცხოდ არ გრძნობდი? მე ასე ვიყავი.
აუ ახლა ჩემს ოთახშია ყველა ავეჯი, ჯერ ვერ შევიგრძენი, მაგრამ მაინც მაგარია ახალი ოთახი.
ხოო მართალი ხარ მუშა ცოტა ცუდად ჟღერს არადა მიყვარს ეს ადამიანები :)
Post a Comment