.jpg)
ცენზუსრის დიდი მომხრეც ვარ და მომხმარებელიც, მაგრამ ამ ცხოვრების დედაც!.. მთელი ცხოვრება (ხო შეიძლება სასაცილოდაც ჟღედეს რა დიდი მე მიცხოვრია, მაგრამ მაინც), აი სულ პატარაობიდან ვცდილობდი ყველაფერი კარგად და იდეალურად მეკეთებინა, ყველაფერს ვგეგმავდი და ყოველთვის მას მივყვებოდი, დილას ვიღვიძებდი თუ არა გულში ჩექ ლისტს ვადგენდი, მთელ დღეს მის მიხედვით ვატარებდი და ძილის წინ TIC, done... საშინლად ჟღერს? ასე მომწონდა, რასაც ვისახავდი ყველაფერს ვაღწევდი, კრედოსავით მქონდა. გინდა? დაიმსახურე და გექნება, ხოდა ვიმსახურებდი და ვიმსახურებდი და ვიმსახურებდი... ამ ზაფხულში კიდევ ყველაფერი თავზე ჩამომენგრა, არაფერი გამომივდა, ყველგან და ყველაფერში ხელი მომეცარა. არც ისტერიკა მქონდა და არც დეპრესია, ბრაზი მქონდა, ოჰოოო იცოცხლეთქო, უსაზღვრო და უკიდეგანო, ბრაზი საკუთარი თავისა. გონებაში იმ თაროებსა და უჯრებში ვაფათურებდი ხელებს სადაც ეს ოხერი ლისტები მქონდა შენახული, ვეძებდი სად რა გამომრჩა, სად რა არ გავაკეთე სწორად და უფრო და უფრო ვიბოღმებოდი... ხოოო...
ახლა როგორ ვარ? ახლა ასე ვფიქრობ, დედას ვუტირებ! მაინც ისე იქნება როგორც მინდა! ჯადაბამდე გზა ქონია ჩექ ლისტებს, გეგმებს, წესრიგს! აღარ გავბაზდები დამარცხებისას, პირიქით გავძლიერდები და საკუთარ თავში უფრო მეტ ძალას ვიპოვი, რომ იმაზე მეტს მივაღწიო ვიდრე აქამდე ვაპირებდი. არც შენ დაგიკიდებ ფეხზე ლალენა და არ მივაგდებ ბლოგს!
დავბუნდი ახალი იმედებით, ახალი შემართებით, ახალი შეგრძნებებით, ახალი მიზნებით!
P.S. in case, გაინტერესებთ რატომ ვარ ასე აღტკინებული :))))
http://www.youtube.com/watch?v=xX4br4w9g5E
ბლოგერებო მომენატრეთ (hug)
5 comments:
ასეთი ჩავარდნები უფრო გაძლიერებენ და ბრძოლისაკენ გიძიდავენ...:)
ყველაფერი ისე იქნება როგორც უნდა იყოს...:)
არ ვიცი ოდესმე მითქვამს თუ არა,როცა შენ ხარ ჩვენთან ერთად სიმყუდროვის და თბილი კერის შეგრძნება მიჩნდება,და კიდევ:ყველაფერი კარგად არის და უკეთესად იქნება
თაკო გაიხარე, მართალი ხარ :)
ნიიიინ მიყვარხარ :*:*:*
არასოდეს, არასოდეს დამიგეგმავს რამე, ამიტომ უცნობია ჩემთვის ლისტები :ლოლ:
I just let myself live as it goes...
:sunny:
:hugs:
ხდება ხოლმე :) მე მიყვარს რაღაცეების მიზნად დასახვა და დაგეგმვა და ყოველთვის გამოდის. იმედგაცრუებებიც არსებობს რა თქმა უნდა :) იმედია არაფერი საშინელი არ მომხდარა და გამაგრდი ;) ცხოვრება ლამაზია ლამაზი სიურპრიზებით :)
Post a Comment