ცხოვრება ადამიანს ცვლის.
კი, მახსოვს, ამბობენ არავინ იცვლებაო, მაგრამ განა ჩვენ არ შევიცვალეთ?
გახსოვთ ბავშვობა? ის უდარდელი წლები როცა არაფერზე ვფიქრობდით? ის პერიოდი როცა ყველა გვიღიმოდა და ნაირ ნაირი სასუსნავით გვიმასპინძლდებოდა?
მაშინ ჩვენ არ გვჭირდებოდა ტყუილი, არ გვჭირდებდა მლიქვნელობა… არც შეგვეძლო…
სამაგიეროდ ახლა შეგვიძლია.
ცოტა ხნის წინ ჩემს ცხოვრებაში ახალი თავი დაიწყო.
მართალია, თითქოს არაფერი შეცვლილა, თითქოს მხოლოდ რამოდენიმე ახალი ადამიანი გავიცანი, თითქოს ისევ იმის კეთებას ვაგრძელებ რასაც ვაკეთებდი, მარგამ…
თავიდან, სანამ ამ ადამიანს გავიცნობდი, უდარდელად ვცხოვრობდი. მეგონა ვიცოდი ბედნიერების არსი და მივისწრაფვოდი მისკენ. არაფერი პრობლემას არ მიქმნიდა, ხოლო თუ რამე მაღიზიანებდა, ყოველთვის შემეძლო მსგავსი სიტუაციიდან თავის არიდება.
მისი გაცნობის მერე კი ყველაფერი შეიცვალა.
თითქოს ყველა შეიცვალა. ქუჩაში მეტი ფერები გაჩნდა, საყვარელ სიმღერებში აქამდე უცნობი ნოტები გაისმა, საათი უფრო სხვანაირად ამუშავდა, დღეები სხვანაირად გადიან, სიგარეტმაც კი შეიცვალა გემო…
ჩემში ბავშბობის იმ სისუფთავემ დაიწყო გაღვიძება რომელსაც საგულდაგულოდ ვმალავდი ამდენი წლის განმავლობაში. თითქოს ხალხიც მოეშვა, თითქოს ყველა იღიმის, ყველას რაღაც უხარია. თითქოს მზეც კი სხვანაირად ანათებს, სხვანაირად წვიმს…
მისი მზერა მთელი დღე თან დამყვება, მისი სიტყვები არასოდეს მავიწყდება, მის ჩახუტებას მუდამ ვგრძნობ…
მიყვარს? არ ვიცი…
შეიძლება კი, შეიძლება არა. განა ეგ რამეს ცვლის? მან მე სამყარო გამილამაზა. ცხოვრება გამიხალისა…

სადღაც ვნახეო და რას ფიქრობო. ამ ბიჭს ის გოგო ძალიან ძალიან ყვარებიამეთქი... ნეტა თუ იცის იმ გოგომ როგორ გაუმართლამეთქი... გავიდა რამდენიმე დღე და აღმოჩნდა, რომ ის გოგო მე ვარ. მანქანაში ვისხედით, უმსხვილესი ფიფქები ცვიოდა, ულამაზესი დღე იყო, ლექციის დაწყებას ველოდით. გრიგოლი შემომიბრუნდა და მეუბნება რა არ ვიცი სიგიჟემდე მიყვარხარო. მაშინ თითქოს დრო გაიყინა ერთადერთი რასაც ვგრძნობდი ჩემი აჩქარებული გულისცემა და შემთბარი ლოყები იყო. იცი როგორ მიყვარხარ? მინდა ყოველ გათენებისას დილის სხვის დავასწრო და ხმის ჩახლეჩვამდე ვიყვვირო, რომ მიყვარხარ, რომ მიყვარს ის, რომ შენ გიყვარვარ, და იცი რა მიყვარს? რომ მიყვარხარ, აი ეს გრძნობა მიყვარს.
ყოველ საღამოს ვიძინებ ერთი ფიქრით: სიხარულო წარმოდგენაც არ გაქვს როგორ გამიმართლა :)
9 comments:
"ქუჩაში მეტი ფერები გაჩნდა, საყვარელ სიმღერებში აქამდე უცნობი ნოტები გაისმა, საათი უფრო სხვანაირად ამუშავდა, დღეები სხვანაირად გადიან, სიგარეტმაც კი შეიცვალა გემო…"
და ეს
"მინდა ყოველ გათენებისას დილის სხვის დავასწრო და ხმის ჩახლეჩვამდე ვიყვვირო, რომ მიყვარხარ, რომ მიყვარს ის, რომ შენ გიყვარვარ, და იცი რა მიყვარს? რომ მიყვარხარ, აი ეს გრძნობა მიყვარს."
ის მომენტია როცა რამის დამატება სისულელეა, სიტყვები კარგავენ მნიშვნელობას იმდენად მაგრად გადმოეცი რისი თქმაც გინდოდა.
ყოჩაღი გოგო ხარ და კარგი ადამიანი.
uff,kargia xolme mucelshi peplebi da grznobebis gutuni...
chemi egeti tavi menatreba :P
miyvars adamianebi ro ipovian xolme imas,vistvisac gixaria gagvidzeba da kide erti dge...
ცუდად არ გამიგო, მაგრამ ამ მომენტმა დამაბნია:
"სიგარეტმაც კი შეიცვალა გემო…
ჩემში ბავშბობის იმ სისუფთავემ დაიწყო გაღვიძება" და გამიჩნდა კითხვა: ბავშვობაშიც სიგარეტს ეწეოდი? :)))
ეს ისე. არც კი ვიცი, რატომ დავწერე. უბრალოდ, შეუსაბამობა დავიჭირე...
სხვა მხრივ კი, ოჰო!... წყვილი გულის წყვილ–წყვილი ცემა ვიგრძენი :)
ბატონო ჯოოო ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი კომენტარის ხილვა :)
ნასტასია ნამდვილად კარგია :)))
ზურიუს მე არა და ის მგონი ”ქე” ეწეოდა ბავშვობაშიც :)))))
Wish you all the best!!!
სიტყვები აქ ზედმეტია და ჩემს ერთერთ საყვარელ მუსიკას გაჩუქებთ, ok?
http://www.youtube.com/watch?v=E5MCBo_jZ1Y
იცი, ამას რომ ვწერდი, არაფრით არ მეგონა რომ ვინმე ოდესმე წაიკითხავდა. უბრალოდ ვწერდი. მეგონა ერთი დღით შევინახავდი ჩემს უჯრაში და მერე მოვიქცეოდი ისე, როგორც ყოველთვის ვიქცეოდი. ამოვიღებდი და დავწვავდი სხვა უამრავ ნაჯღაპნთან ერთად.
შენ კიდევ ეს შეინახე და შენს ბლოგზე დადე.
მიყვარხარ სიგიჯემდე და ყოველ წამს კიდევ უფრო მეტად მიყვარდები!
გრიგოლი
PS ვერ შემოვდივარ, ”კოდური სიტყვა” დამავიწყდა :)))))
ბუნდოვნად მახსოვს და დამახინჯებულად :(
არ ვიცი რა ვთქვა,მართლააა... :)ისე მიხარია როცა ასეთ სიყვარულს ვეხები :)
უბრალოდ მინდა გისურვო სულ სულ სულ ასეთი ბედნიერი იყო... :* :* :*
მხოლოდ საუკეთესო სურვილები!!! :)
Post a Comment