
რამდენიმე დღის წინ ჩემი საუკეთესო დაქალის ბავშვი მოვნათლე, ძალიან გამიხარდა და ძლიან მეწყინა. გამიხარდა, რომ მე ამირჩია მისმა დედიკომ ნათლიად და მეწყინა... რა მეწყინა და... დარჩა ჩემი ჯერ არ დაბადებული ბავშვი ნათლიის გარეშე :))))))) აქამდე თუ ხალხს ვაწუხებდი ამბებით რომელიც იწყებოდა ”მაროს ბავშვი”, ახლა ყველაფერი შეიცვლება, არა ხალხს კი არ შევაწუხებ, უბრალოდ ტვინს გამოვუღებ ამბებით, რომლებიც დაიწყება: ”ჩემი ნათლული ნიკუშა...”
ძალიან ლამაზი დღე იყო, საღამოს მეტეხის ეზოში შევიკრიბეთ, ნიკუშას შეწუხებული სახე, რომ შევატყვე სანთელი დავაკავებინე ხელში, ვიფიქრე გაერთობათქო, მართალია ის სანთელი ჩაყურყუმალაობამდე ძლივს გამოგლიჯა ხელიდან მამაომ, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ის იყო, გაბრაზწებული სახით და დაბდაბდაბდას ძახილით ნიკუშა როგორ ეჩხუბებოდა მამაოს :))))) რა თქმა უნდა ბევრი იტირა, ჩვენ ბევრი ვიცინეთ და ყველაფერი კამერაზე აღვბეჭდეთ.
დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მინდა ჩემ ნათლულს ძალიან ვუყვარდე და კარგი ნათლია ვიყო, მინდა მალე წავიყვანო ეკლესიაში პირველი ზიარებისთვის.
3 comments:
მეც მყავს 1 ნათლული :უსერ:
აუ მაგარი შეგრძნებააა მელია, აი ძააან ძააან მაგარი :))
აბა შენ იცი, სასახელო ნათლია იყავი და ბავშვს კაი რამეები დაანათლე ;) :)
ს.შ. ბლოგი მომეწონა.
Post a Comment