
გუშინ მაროსთან ვიყავი... ჩემ მაროსთან, ძალინ ძალინ, რომ მიყვარს იმ მაროსთან და კიდევ ჩემ ნათლულთან ნიტუსასთან, ერთი თვე, რომ არ მყავდა ნანახი. როგორ გაზრდილა, შემრცხვა... არ ვარ კარგი ნათლია, მაგრამ გამოვსწორდები. ულამაზესი ბავშვია და საშინლად უყვარს ნათლიას მისი ფუნთუშა ხელები, თავლებთან გაჩენილი პაწაწინა ხაზები და ფუმფულა ლოყები. ერთადერთი რაზეც მთელი დღე ვფიქრობდი მანძილი იყო. როგორ მინდა ახლოს, რომ ვცხოვრობდე, რომ ხშირად ვნახო ხოლმე, ხშირად მოვეფერო და ჩავიკრა გულში, რომ მალევე დამიძახოს თავისი ტიკტიკა ენით ნათლია, რომ თვითონ წავუკითხო ხოლმე საბავშვო ბიბლია. მერე რამდენი ვილაპარაკეთ და ვიჭორავეთ? ნიკუშასთვის ნაყიდი სათამაშოთი კიდევ მე და მარო გავერთეთ. მივხვდი, რომ ძალინ მაკლდა ამ ხნის განმავლობაში და მივხვდი, რომ ასე აღარასდოს მოვიქცევი. მაააარ მიყვარხარ, მიხარია შენი ამბები და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, რაც მთავარია ხშირად და გპირდები, რომ აღარასოდეს დავიკარგები სამალიოტის მაჩვივით :) :*
3 comments:
:)))
თბილი იყო ..
ნიტუშა მართლა ძალიან საყვარელია, ნუ მართალია მხოლოდ სურათებით ვიცნობ მაგრამ მაინც :P
მადლობა ქეთ :*
ისეც განახებ თეეეე :))))) მოიცა სირბილი დაიწყოს :)))))
Post a Comment