
წაიქეცი?! მერე ადექი, თავი ზემოთ ასწიე და წინ იარე...
იმდენჯერ ავდექი წელს, იმდენჯერ გავასწორე, იმდენჯერ დავისახე ახალი და ვსდიე, რომ...
აღარ მინდა, დავიღალე, აღარ ვდგები, დავწვები და აღარ ავდგები, მეტიც თავს ოფიციალურად დაწოლილად ვაცხადებ არც კი ვიფიქრებ ადგომაზე, ახლ მიზნებზე, ნაფოტივით გავყვები დინებას, არც ის მაინტერესებს ბოლოს სად მიმიყვანს, სად გამრიყავს.
ამ ცრემლებს რაღ ვუყო, ყოველ ღამე, რომ მახრჩობს?! რა ძნელია ღმე ფიქრთან მარტო დარჩენა :( ტირილოდეპრესიიდან სიცილოდეპრესიისკენ მივიღწევ, მკლავს ამდენი სიბრალულით აღსავსე მზერა, ამდენი ვალიდოლები და ვალერიანები, შეჭმუხნული წარბები და ვითომ თანაგრძნობით ნათქვამი არაუშავს-ები. მაღიზიანებს დამშვიდდის ძალხილი, მაშინ, როცა ყველამ გადასარევად იცის რამხელა იმედებს ვამყარებდი და რა ჩამყარა წყალში... ალბათ ეგოისტი ვარ ეს ყველაფერი, რომ მაღიზიანებს, ან რამე კიდე უფრო უარესი, ყველაზე ძალიან კი ის მაღიზიანებს, რომ საქმე ცრემლებამდე მივიყვანე.
ყველაზე უიღბლო ადამიანი ვარ, ან ყველაზე დებილი, ერთი მეორეს არ უშლის. ყველაზე საშინელი წელი მაქვს მთელს ცხოვრებაში.
დიდ ელს დავიწერ შუბლზე და ისე ვივლი! ;(
10 comments:
ici mindoda rame imedis momcemi damewera, magram vifiqre gagagizianebda da gadavifiqre...am mdgomareobidan tavis dagweva mxolod shen shegidzlia, mxolod shen ushveli sakutar tavs, sxva ver dagexmareba...moindome da shedzleb
და რა მოხდა ასეთი ვერ იტყვი?
ადამიანები გავცარიელდით, დავიცალეთ ...ეს არის მიზეზი რომ ამქვეყნიურ განსაცდელს და ტკივილს ვერ ვხვდებით თავაწეული და ვაჟკაცურად...
რომა (მამაჩემი) რომ გარდაიცვალა, მე სამწუხაროდ იქ არ ვიყავი მაგრამ დედაჩემმა ბევრჯერ იტირა შემდეგ: "შენ ბევრი რამე მასწავლე და ბოლოს ისიც კი მასწავლე სიკვდილს ვაჟკაცურად როგორ უნდა შეხვდეო"...
ის სამაგალითოა ჩემთვის, მაგრამ მეც შენსავით ვარ.... დაცლილივარ იმისთვის რომ ვაჟკაცურად შევხვდე ბევრ განსაცდელს და ტკივილს...
რმწენისგან დავიცალეთ....
უი :(
ლალენა, არა რა ნაფოტივით, არა რა დინებას მიყოლილი...
ადექი, არასდროს თქვა, რომ დაიღალე!
ყველაფერი გამოგივა, აი, ნახავ!
არ მოიწყინო :*
წიგნის გამო ბლოგებს აქტიურად ვეღარ ვეცნობოდი, ჰოდა, რაღაც გამომრჩა მგონი..
რაც არ უნდა იყოს, გაიმართე და გაიღიმე. სევდიან ამბებს ყოველთვის სიხარული ენაცვლება...
http://femaleee.blogspot.com/2009/11/blog-post_28.html
ეს ჩემი პოსტი loser_ობაზე :)
როგორ ველოდი შენ პოსტს.
მერე რა თუ დაეცი.
ადექი ახლავე :*
"rac ufro bevri dabrkolebaa mit ufro axlos vart mizantan "
goetes sityvebia
:)
me am principit vcxovrob
da miadvildeba
:)
ლალენა, ისე მომენატრე!!!
თუ არ გინდა ადგომა, ცოტა ხანს წამოწექი და იტირე კიდეც. მეტი რა უნდა გითხრა ან რატომ უნდა გითხრა, როცა შენ თვითონ უკეთ იცი როგორ მოიქცე.
It probably matters very little, but I love you :)
camomile მართალი ხარ, აქედან მე თუ გავითავისუფლებ მხოლოდ თავს, მაგრამ ეს დეპრესიობანა და უკვე მაზოხიზმში გადამდის :(
ლაშარელა ცამდე მართალი ხარ, რწმენისგან ისე ვარ დაცლილი, იცი? ზუსტად ვიცოდი, რომ ასე დამემართებოდა და ზუსტად ვიცი რატომაც დამემართა, რა მოხდა და ასე ვთქვათ ”კარიერულ ცხოვრებაში” კრახი და სრული დაცემა განვიცადე, რაღაც-რაღაცეები თავში ამივარდა და ვიცოდი, რომ ასე დავამთავრებდი, ახლა ისევ თავიდან დაწყებას 1 წელი მაინც ჭირდება :( მე კიდევ ნერვები აღარ მყოფნის, ის მიუწვდომელი ერთი ნაბიჯი 1 წელი ვითმინო :(
კი ქეთი ენაცევლება სიხარული და აუცილებლად ჩაენაცვლება, ოღონდ ახლა ისეთ ეტაპზე ვარ ჩემთვის აღარაფერი მინდა ახლა იმაზე ვიწყებ ფიქრს რით შემიძლია სხვებს დავეხმარო, მინდა, რომ ჩემი თავი ცოტა ხანი დავივიწყო :(
ფემალე ავდგები ავდგები, ჩემ ნებაზე არც დაცემაა და არც ადგომა, უბრალოდ არა ახლა და არა ხვალ, საქმეც მაგაშია, რომ ავდგები და ეგ უფრო მაღიზიანებს ამ ეტაპზე, ანუ მაღიზიანებს, რომ მალე დამავიწყდება და მეშინია ისევ არ შევცდე, ისევ არ განმეორდეს :(
ჰექსუს, გოეთე კი უნდა იყოს წესით მართალი, მაგრამ ამ მარცხის გამო მე ერთი წელი უნდა დავშორდე მიზანს :(
სოოოოფ, მეც ძალიან მიყვარხარ, საოცრად კარგი ადამიანი ხარ, და საშინლად მიხარია შენი კომენტარები, არ ვიცი როგორ ახერხებ თქვა ის რაც ადამიანებს ძალიან სჭირდებათ. მართალი ხარ ვიცი და მალე ვიმოქმედებ კიდეც :)
დიდი მადლობა მინდა გითხართ ყველას, რომ არ დაივიწყეთ ჩემი ბლოგი, რომ გულგრილად არ მოეკიდეთ ჩემს პრობლემას, მადლობა! ძალიან მიყვარხართ:*
მე ეს ბლოგზე წავიკითხე...
მეწყინა და ჩემს თავზე ვბრაზდები........
მაპატიე ...
" მაგრამ ამ მარცხის გამო მე ერთი წელი უნდა დავშორდე მიზანს :("
ეს სამწუხაროა :(
მაგრამ როცა ერთი კარი იკეტება მეორე აუცილებლად იღება, გაცილებით უფრო სასურველი კარი, რომელიც არ გაიღებოდა პირველი რომ არ დაკეტილიყო
თანაც წვალებით მიღწეული შედეგი გაცლებით უფრო სასიამოვნოა...
ვიცი რომ ზოგჯერ მომაბეზრებლად ოპტიმისტი ვარ ხოლმე
მაგრამ არავინ არასდროს არ იცის რა უფრო უკეთესია.
The secret of life though,is to fall seven times and to get up eight times : )
Post a Comment