Friday, July 03, 2009

bye bye სტუდენტობა


მიგატოვე ბლოგო და მიგაგდე, მიგივიწყე... მეგონა ყველა ჩემსავით მიგივიწყებდა მაგრამ... გარდმოიცვალეო ბრძანა გოლდენ გოგონამ გოლდენ სამყაროდან და მეც როგორც დიდი ხნის ძილის შემდეგ ზმორვა-ზმორვით ჯადოსნური ლამპარიდან ამოსულმა ჯინმა მივუჯექი სატყაპუნოს და ფიქრებისა თუ გარდასული მოვლენების გაქაღალდებას შევუდექი :)

უპირველესად მინდა მართლა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ვისაც ჩემი სტრიქონები წაუკითხავს, კიდევ უფრო დიდი მათ ვისაც ერთგული მკითხველივით ქვიათ, და კიიიიდევ კიიიიდევ უფრო დიდი მადოლიიი ჩემს მეგობრებს და იმ ადამიანებს ვისაც მოენატრათ ჩემი ნაწერები, ჩემი ცხოვრების, ფიქრების და ოცნებების სარკე :)

მართლა დიდი ხანია აღარ გამოვჩენილვარ, ამ დროისთვის ბევრი რამ მოხდა და მეც შესაბამისად ხან მოვიღრუბლე, ხან ვიჭექა-ქუხილე, ხან ვიწვიმე ხანაც გამოვიდარე, თან კარგად ვიმეცადინე, ყველა გამოცდაც კარგად ჩავაბარე და უნიც დავამთავრე. დავემშვიდობე სტუდენტობას, არ მკითხოთ მომენატრება თუ არა, ქულების გაგებაზე ისე გამაწამეს, იმდენი ხანი ვირბინე, რომ ამ ეტაპზე პასუხი უარყოფითია, აი მერე რას მოხდება და რას ვიფიქრებ ვინ იცის? არც მე...

ნუ, ყველაზე ლეგენდარული და პოპულარული ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდა მეც ჩავაბარე... ხო, ჩავაბარე, მაგრამ სასტიკად უკმაყოფილო ვარ :( არის შეცდომები რომლებსაც ალბათ ცხოვრებაში ვერ აპატიებ ვერასდროს საკუთარ თავს, აი მასეთი დავუშვი... ოხრად... თან, ვერაფერსაც რომ ვერ ვაბრალებ, რთული არ იყო, არც ვნერვიულობდი, საკმაოდ თავდაჯერებულიც ვიყავი. არადა სულ სხვა შემართებით მოველოდი ამ გამოცდებს და რეალურად იმედი გავუცრუე იმას, ვინც არასოდეს გაპატიებს, მის დაღმატებულესობა მეს.

ხედავ ლალენა? თავიდან იმიტომ შეგქმენი, რომ შენთან მეწუწუნა, მერე წუწუნი ჭორაობად გადამექცა, მერე უბრალოდ შენთან ერთად ვფიქრობდი, ვოცნებობდი, შთაბეჭდილებებს გიზიარდებდი, ჩანს წრეზე დავდივარ იმიტომ, რომ ისევ გეწუწუნები...

anyway bye bye სტუდენობა...

6 comments:

OTO said...

კარგია : )

liilia... said...

:):*

Anonymous said...

კარგი პოსტი იყო! არ ინერვიულო დაშვებულ შეცდომებზე, ყველას მოგვდის, რობოტი და კომპიუტერი არავინაა, მითუფრო, რომ ერორები მაგათაც ოხრად იციან! ;)

Sophie שרה Golden said...

ლალენა, გოლდენ გოგოს მოენატრე ძალიან. ჩემი შეხედულება ქართულ მაგისტრატურაზე ხომ იცი, ჰოდა არაუშავს. ნერვულობა-წვიმა-ჭექა-ქუხილს ვერ გაქცევი და კარგიცაა, მერე მზეს ცა ეწმინდება :) ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება, თუნცად სიძნელე და წარუმატებლობაც, რომ შენი პიროვნება და ნებისყოფა გამოიცადოს. მე ასე ვუყურებ, болит, значит живо, а жить - так круто =))

female said...

me ki momenatre da :)

Lalena said...

მადოლი გამხნევებისთვის :*