Tuesday, April 07, 2009

ერთი ნივთის ისტორია...




90იანი წლების დასაწყისი...

გაჭირვება, უშუქობა, უგაზობა, უგზოობა...

ქაშუეთის წინ დასასვენებლად ჩამომჯდარი ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვანი და ახალშობილი ბავშვებით ხელში...

იქვე მჯდარი მოხუცი, შავოსანი ქალი, პაწაწინა ჯვრებით ხელში...

უკანასკნელი ქაღალდის ფულით მეუღლისთვის შეძენილი ჯვარი და ჯიბეში ჩაჩხრიალებული ხურდები...

შვილის სურვილით ანთებული თვალები და მოჩლეფილ ენაში შეპარული თხოვნა: დედი მეც მიყიდე ჯვარი რააა...

დედის შეჭმუხნული შუბლი და თვალებში ჩამდგარი ცრემლიანი სევდა...



ხოდა, მოხუცმა ქალმა, რომელის პური არსობისა ჯვრის გაყიდვაზე იყო დამოკიდებული, ადგა და მაჩუქა. გამოუთქმელია მაშინ განცდილი სიხარული. მის მერე ყელზე მოუხსენლად მიკეთია.

3 comments:

Anonymous said...

აუჰ

სულ ჟრუანტელმა დამიარა რომ წავიკითხე მართლა :|

თან რაღაც მძიმედ გაქვს დაწერილი...
მიყვარს ისეთი ნივთები რაღაც დატვირთვას რომ ატარებს თან.

Sophie שרה Golden said...

მართლა მძიმე იყო, ალბათ 90-იანი წლები რომ გაიხსენე და ქაშუეთი... ეგ ადგილი სულ ომს მაგონებს და დღემდე რაღაცნაირი გრძნობა მიჩნდება, როცა მანდ გავივლი. მეც მიყვარს ასეთი სიმბოლური ნივთები.

Lalena said...

მელია, სოოფ, უკვე ნივთი აღარააა,რომელსაც რაღაც დატვირთვა აქვს, რომელიც სიმბოლურია. 16 წელზე მეტია მიკეთია, ჩემი სხეულის განუყოფელი ნაწილია :)