არსებობს გარკვეული შეხედულება, შეიძლება ითქვას, ცინიკური, ადამის ნეკნიდან ქალის შექმნის შესახებ. ბევრ ჩვენგანს გაგვიგია ალბათ ასეთი ფრაზა - ქალი კაცის უტვინო ძვლიდან არის შექმნილიო. ქრისტიანული, მართლმადიდებლური გაგებით თუ შევხედავთ შესაქმეს, იგი ძალიან ლამაზი და დიდებული ისტორიაა: თუკი ღმერთმა ადამი „არარას“ შემცველი მასალიდან - მიწიდან შექმნა, ქალის შექმნას შეიძლება - კარგისგან საუკეთესოს შექმნა ვუწოდოთ. ევასთვის ადამი ქმარიც იყო და მშობელიც, მისივე სისხლი და ხორცი. ამიტომაც აქვთ ქალებს განსაკუთრებული ლტოლვა ქორწინებისკენ, მყოფობის სისავსისკენ.
არის ერთი ასეთი ძველებრაული თქმულება, ქალის შექმნასთან დაკავშირებული, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა იმიტომ არ შექმნა ქმრის ბაგეთაგან ცოლი მისი, რომ არ ყოფილიყო იგი მოლაყბე, არ შექმნა თვალთაგან, რომ არ ყოფილიყო შურიანი, არც ყურებისგან, ვინაიდან ცნობისმოყვარე არ ყოფილიყო. შექმნა ნეკნისგან, როგორც ქმრის გულთან ახლოს მყოფი, ხორცით დაფარული სხეულის ნაწილისაგან, რომელიც უხილავია გარეშე თვალთაგან. თუმცა, - ნათქვამია თქმულებაში - ვერ დააღწია ქალმა თავი ცნობისმოყვარეობის სურვილს, მაგრამ ღვთიური ჩანაფიქრი ის იყო, რომ ცოლი დაფარულში ყოფილიყო გარეშეთაგან და მაქსიმალურად ახლოს თავის ქმართან.
ქალის მთავარი დანიშნულება ყოველთვის იყო, არის და იქნება, ახალი სიცოცხლის მოვლინება და მისი მოფრთხილება.
საინტერესო ის არის, რომ ადამის ცოდვით დაცემა უსახელო ცოლისგან მოხდა. ედემში მხოლოდ მამაკაცს ჰქონდა სახელი - ადამი. ქალმა კი სახელი პირველი მშობიარობის შემდეგ მიიღო, როცა პირველი შვილი მისცა ადამს და ქმარმა უწოდა მას სახელად ევა, რაც სიცოცხლეს ნიშნავს, რამეთუ ევა გახდა ყოველი ადამიანის პირველდედა. ღვთისგან დაწესებული აკრძალვა პირველად ცოლმა დაარღვია. იგი ქარაფშუტულად ჩაება გველთან საუბარში და ეს უკვე ცოდვის დასაწყისი იყო. ალბათ ამიტომ არის, რომ მას შემდეგ, ქალი ყველაზე უფრო პირფერულ ქებასა და მაცდუნებელ სიტყვებზე ეგება.

უბრალოდ ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ქალში ზრუნვა და სიყვარული კოდივით დევს, ჯერ კიდევ სულ პაწაწინები თამაშში ამჟღავნებენ ამ კოდს. დედაშვილობანა, ერთი შეხედვით უბრალო თამაშია, თუმცა რეალურად ეს ”კოდის” გამოვლინებაა, იმ კოდის, რომ მომავალში ეყოლება შვილი, საყვარელი მამაკაცისგან, რომელზეც იზრუნებს, რაშიც პოულობს ბედნიერებას, სიხარულს, გამოხატავს სიყვარულს (არ ვამბობ, რომ ქალისთვის მხოლოდ ოჯახია ბედნიერება, ეს პოსტი ასე ვთქვათ ცხოვრების სხვა მიმართულებას ეძღვნება). არ მახსოვს ეს სად ამოვიკითე, მაგრამ უზარმაზარი სტატია იყო, რომელიღაც ფსიქოლოგის ამ კოდზე მიძღვნილი. მე ერთს დავამატებ: ოღონდ ნუ ატკენ გულს, თორემ სიტყვები: სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ემოციისგან დაცლილ გამჭვირვალე კრისტალებად იქცევა და ბაგედან წარმოთქმისთანავე დაიმსხვრევა...
...ოღონდ ნუ ატკენ გულს.
11 comments:
:))საინტერესო იყო
ეგ მართალია,სიტყვები არაფრად იქცევა როცა ქმედება ეწინააღმდეგება მას.
ასე რომ ცოტა სიტყვები და ბევრი სიყვარული ქმედებაში,ხომ ჯობია? :));)
ჩემი უპირველესი სურვილიც ეს იყო
ჰო, ასეთია ქალი ბუნებით, უმეტესობა, თუ ყველა არა.
მაგრამ იშვიათად ეს კაცს ესმოდეს, მაიnც სხვადასხვანი არიან.
ამიტომ სულ კონფლიქტები და გულის ტკენებია :D
უი, რა საინტერესო თქმულებაა და საერთოდ, ძალიან კარგი პოსტი იყო. ოღონდ ნუ ატკენ გულს - ეგაა, რა!
ზოგადად, რაც არ უნდა ფემინიზმსა და გენდერზე იყვიროს ქალმა, რაც არ უნდა წარმატებული იყოს, ოჯახი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია..
კი, გენეტიკაში ნამდვილად გვაქვს სხვებზე ზრუნვა.. ვერ ვიტყვი, რომ ცუდია, ოღონდ ზრუნვის ობიექტი, ჩემი მოკრძალებული აზრით, ამას უნდა იმსახურებდეს. :)
და კიდევ: ქალი ოჯახისათვის მართლა ყველაზე მთავარია. კაცი რომ მოკვდეს, თითქოს არაფერი, მაგრამ ოჯახი, სადაც ქალი კვდება, მართლა ინგრევა..
მოიცა, ”არარას”-გან ქმნილის ნეკნი ”რანცხარა”-ა?? :))
მიყვარხარ ჩემო ანგელოზო და იმედი მაქვს არ გავცვეთ სიტყვებს, არ გატკენ გულს (მეტჯერ :პ) და გპირდები რომ მეყვარები მუდამ, მუდამ, მუდამ!!!!!!!!!!!!!!
როგორ მიხარია რომ დაბრუნდი :)
კი თაკო ჯობია აბა რააა :)
ჯობს საყვარელსა უჩვენო საქმენი საგმირონიაო არა? :))))
გეთანხმები ბაბისა, ხანდახან მგონია კაცს ზრუნვა მოვალეობა ჰგონიათქო ;)
მართალი ხარ ვასასი, ქალისთვის ოჯახი და მერე დანარჩენი ქმნის ბედნიერს და არა პირიქით ;)
მეც მიყვარხარ ბუს უკუნითი უკუნისამდე :))))))))) :*
მე კიდევ ის მიხარია, შენ, რომ გიხარია :)))) :*
რა ლამაზი პოსტია ^^
clown მადოლი :)
კარგი პოსტი იყო :)
ქალი და კაცი ერთმანეთს ავსებენ, ერთ მთლიანს წარმოადგენენ.
ვასასიმ დაწერა ქალის ან კაცის გარდაცვალებაზე ოჯახში.
ჰოდა მე მომინდა დამეწერა: თუ კაცი აკლდება ოჯახს, ქალში რჩება მისი საწყისი, ნეკნის სახით. ხოლო მარტო დარჩენილი კაცი უნეკნოა და მას არაფერი შეავსებს, ქალის გარდა :) შეიძლება კარგად ვერ გამოვთქვი, მაგრამ თუ განვაზოგადებთ ამას, მგონი მისახვედრი იქნება, რაც მსურდა მეთქვა...
მოკლედ, მთლიანობას გისურვებთ ყველას :))
ულამაზესად თქვი, მადთალი ხარ ქეეთ, არც კი ვიცი რა დავამატო :) :*
Post a Comment