
აი ეს არის ცხოვრება! ეს?! უბრალოდ ეს და მეტი არაფერი?! რა არის ეს? რა არის ცხოვრება?!
* ცხოვრება სპექტაკლია, რომლეშიც მთავარი როლის შემსრულებლები ჩვენ ვართ, ოდესმე ეს სპექტაკლი მთავრდება, ფარდაც დაიხურება, თუმცა ტაშის დამკვრელი არ ჩანს, მის ნაცვლად ცრემლები გვაცილებენ კულისებამდე.
* ცხოვრება აღმართებიანი და დაღმართებიანი გზაა, გზად შემომხვდარი ხის ჩრდილებით და ხის კენწეროებით, რიყეებიანი და უზარმაზარლოდებიანი გზა დაცემით და ადგომით, თუმცა ამ გზასაც ცრემლების ზღვამდე მივყავართ.
* ცხოვრება მატარებელია, რომელსაც ველით, მთავარია არ გაგვასწროს... მატარებელში უამრავი ხალხია, უამრავი ახალი და საინტერესო ამბავია, უამრავი თავგადასავალია. ბოლო გაჩერება კი საყვარელ ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლია.
* ცხოვრება ის პაწაწინა ტირეა მესაფლავე, რომ ამოკვეთს ქვაში წლებს შორის.
ცხოვრება იწყება და ცხოვრება მთავრდება. ცხოვრება წარმავალია და ჩვენ ამას ვერ შევცვლით, ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია! მანამ სანამ თმაში ჭაღარა გაგვიჩნდება, მანამ სანამ ბოლო გაჩერებაზე ჩავალთ ჩვენ შგვიძლია თავი მოვუხსნათ გუდასავით შეკრულ ჩვენსავე თუ სხვის გულებს და ავავსოთ სიყვარულით, სიხარულით, ბედნიერებით, სიტყვებით...
სიტყვას, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყველამ ვიცით, მაგრამ რამხელა ბედნიერების მოტანა შეუძლია უბრალო, თბილ სიტყვას ამ პოსტით დავრწმუნდი _ C’est la vie…წერილი ლალენას.
ეს პირველი კონვერტია ჩემს გუდაგულში... მოულოდნელი, ნამდვილი და მარკიანი :)
მადოლი!
13 comments:
ცხოვრება დოღია :) და კიდევ ლაპარაკი იმაზე თუ რა არის ცხოვრება. :)
მე–3 და მე–4 შედარებები ძალიან მაგარია. ეგრეა, ეგრე ;)
ცხოვრება რო არ არსებოდეს მის მაგივრად რა იარსებებდა?
მტვერი?!
:S
ცხოვრება არის ცხოვრება და ის მშვენიერია!
ჯორჯ პაიკი, მართალი ხარ ცხოვრება იმაზე ლაპარაკია რა არის ცხოვრება :)))მაგარია
მადოლი ზურიუს :)
clown, მე მაგის თქმა არ მინდოდა რა მოხდებოდა, საერთოდ ეს დრო არ მომწონს, რა მოხდებოდა, ეს რომ არ ყოფილიყო, ის, რომ არ მომხდარიყო და ა.შ. მე იმის თქმ მინდა, რომ ყველას ადამიანს ერთი გზა აქვს, თუმცა ამ გზის სვლაა სხვადასხვა და შევეცადოთ, რომ ამ სვლის დროს არამარტო ჩვენ ბედნიერებაზე, არამედ სხვების სიხარულზეც ვიფიქროთ :)
უუნამურგა, მართალი ხარ მშვენიერია! უდაოდ მშვენიერია და ტკბილი, სწორედ იმიტომ, რომ არსებობენ ადამიანები, შენ, მე, სხვებიც, ბევრნი და ვცდილობთ, რომ სხვებზე ვიზრუნოთ, სხვებზე ვიფიქროთ, ვაბედნიეროთ და ვიბედნიეროთ :)
"ცხოვრება ის პაწაწინა ტირეა მესაფლავე, რომ ამოკვეთს ქვაში წლებს შორის."
ვეთანხმები ამ აზრს.
ცხოვრება, იმ ლამაზი წამების ერთობლიობაა რომელიც ადამიანმა უნდა განვლოს! იმ სიძნელეების დაძლევაა რაც მას ღმერთმა გამოუგზავნა და იმ სიხარულის განცდაა რასაც მიზნის მიღწევა ქვია!
ცხოვრება მშვენიერია! და მერე რა რომ სიხარულისთვის პატარათი თავის დაბრმავებაა საჭირო...
მიყვარხარ!
ქეთ მგონი ეგ მე თვითონაც ზედმეტად მომწონს :)))
ზუსტად მაგის თქმა მინდოდა ბუუს, იმედია სიტყვადამშრალს სათქმელი უთქმელი არ დამრჩა. მეც მიყვარხარ :*
მე ♥ ცხოვრება
so sweeet :*
ჰო, ჯორჯმა კარგად თქვა:))
სულ ამას ვარკვევთ მთელი ცხოვრება :)
და კიდევ ფოტო მომეწონა – ცხენების :)
ხოო ფოტო მეც მომწონს ქეეთ, მართლა ცხოვრებაზე მაფიქრებს :)
Post a Comment