
კვირაა და ყოველგვარი შესავლების გარეშე: The Proposal
მახსოვს, ერთი სული მქონდა როდის გამოვიდოდა ეს ფილმი და როოომ გამოვიდა დაახლოებით ასეთი რექცია მქონდა: ტიპიური ჰოლივუდური ფილმი ტიპიური ჰოლივუდური დასასრულით. თუმცა იყო რამდენიმე მომენტი რაზეც გულწრფელად ვიხალისე, მაგრამ მაინც ერთჯერადი ფილმია. რაღაც ამ ბოლო დროს მსიამოვნებს ასეთი ფილმები, ყოველგვარი სულისშემძვრელი ემოციებისგან და ცრემლებისგან დაცლილი, როგორც ჩანს უბრალო და მსუბუქი მელოდრამების ეპოქა დამიდგა.
სანდრა ბალოკი შეფია, კრეგ თი ნელსონი (ეს ბიჭი რაღაც ძალიან მომწონს ამ ბოლო დროს) მისი ასისტენტი, რომელსაც უსაზიზღესად ექცევა, არადა ბიჭს მთელი ალიასკა ხელში უჭირავს, ნუ მთელი არა, მაგრამ ძლიერი ოჯახის შვილია და ნიუ-იორკში იმიტომ ჩამოვიდა, რომ მშობლებს დაუმტკიცოს, რომ თვითონაც შეუძლია დამოუკიდებლად მიაღწიოს წარმატებას. თუმცა მუხთალი წუთისოფელი სიტუაციას ისე შემოატრიალებს, რომ სანდრა იძულებული გახდება ცოლობა თხოვოს კრეგს :))))) კრეგი კარგად თამაშობს! სანდრა თამაშობს სანდრასავით :) შიშველი სანდრას დანახვისას გავიფიქრე, რომ ასაკს ჰოლივუდამდეც მიუღწევია და რომ ამ ფილმის მერე ვეჭვობ სანდრამ რომანტიკულ მელოდრამაში კიდევ შეასრულოს მთავარი როლი ახალგაზრდა პარტნიორთან.
ფილმი, რომ დამთავრდა ერთი რამ გამახსენდა, ადრე სამსახურში ერთმა ბიჭმა მითხრა სანდრა ბალოკს გავხარო, მაშინ ისე დავიბენი ვერ მივხვდი კომპლიმენტი იყო თუ?.. ხოოოდა ახლა ასე ვუპასუხებდი:
სად შენ, სად მე
მშვიდობით სანდრა! :)))))
9 comments:
ლოლ
სანდრა ჩემი ბავშვობის საყვარელი მსახიობია. ეს ფილმი არ მინახავს და არც ვნახავ, ბებერი შიშველი სანდრას ნახვა არ მინდა, მახსოვდეს ის გიჟი ქალი ბენ აფლეკთან რომ არის ფილმში და კიდევ ნიკოლ კიდმანთან...
მართლა გავხარ???
რამდენი ხანია ვაპირებ და ვერ მოვაბი თავი ამ ფილმის ყურებას!
სოფი, არ გავს არა :)) თან სულ ოდნავაც კი არ გავს :))))
უი, დამავიწყდა დამეწერა, კიდევ კარგი რომ არ გავს :))))))))))))))
ოდნავ გავს (ოღონდ სუუულ ოდნავ) ლინსი ლოენს :)
აუ რამდენი ხანია ამ ფილმის ნახვა მინდა და ვერ დავაყენე საშველი რა. :(((
ხოდა, სანდრა არასოდეს მომწონდა, არასოდეს.
სოოფ ბავშვობაში მეც ძალიან მიყვარდა, მეგონა მაგაზე ლამაზი ქალი არ დადიოდა ქვეყნად :))) მით უმეტეს ბენ აფლეკთან და ნიკოლთან მართლა ძაან ლამაზია.
ვაიმე საერთოდ არ ვგავარ და საიდან მოიტანა გონზე არ ვარ :)))
უუნამურგა უყურე და და გაერთობი :)
ხოო ბუუს არ ვგავარ სანდრას, მაგრამ მოიცა გავრიჟავდე :))))
ქეთ, ერთ მშვენიერ დღეს,რომ მიხვდები რომ თავისუფალი დრო გაქვს და სიამოვნებით ”მოკლავდი” ჩაუჯექი და უყურე :))
აუ კაი კინოა ეგ : ))
http://www.facebook.com/photo.php?pid=30823615&id=1424777861&fbid=1295739199961
აი ჩემი საყავრელი კადრი მაგ ფილმიდან : ))
მმმ რატომღაც არ მიხისნის მაგ კადრს ჩემი ფეისბუქი :( არა, ცუდი ნამდვილად არ არის, უბრალოდ ერთჯერადია :))
Post a Comment