
ოდითგანცე ვერ ვიტანდი 4შაბათს. არ ვიცი სიძულვილის ათვლის წერტილი სადაა ჩემს წარსულში, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ვერ ვიტან, თუნდაც 4 მიზეზის გამო:
1. სკოლა. იდიოტური გაკვეთილები მქონდა (სულ ამაზე ვწუწუნდები)
2. მუსიკა. მქონდა ბედნიერება შევხვედროდი სწრევათაშორის სწერვას _ ჩემი მუსიკის მასწავლებელს, რომელსაც ერთი სული ჰქონდა რამე შემშლოდა და ჩემი ნოტები დაეჭყაპნა, მე ამაზე ნერვები მეშლებოდა და ვიგრუზებოდი.
3. უნი. ოთხშაბათობით საშინლად დიდი ფანჯრები მქონდა, მახსოვს მე3 კურსზე 4შაბათობით დილიდთ ცხრაზე მწყებოდა სემინარები და საღამოს 9ზე მიმთავრდებოდა ლექციები.
4. მაგისტრატურა. აი ეს თემა უნდა განვავრცო...
დღეს მაქვს ორი ლექცია:
1. საკუთრების უფლების კონსტიტუციური საფუძვლები. მერამდენეჯერ უნდა გადავღეჭ-გადმოვღეჭო ეს საწყალი კონსტიტუციის 21 მუხლი?! რამდენი სტატია უნდა წავიკითხო, რომ დამთვარდეს? ან მერამდენეჯერ უნდა მასწავლონ მსაგვსი საგანი სხვა სახელით? საკუთრება სამოქალაქოში, საკუთრება კონსტიტუციურში, საკუთრება ადმინისტრაციულში, საკუთრება სისხლში, ბლა ბლა ბლა... 3ჯერ დავწერე ამ თემაზე რეფერატი, სხვადასხვა პუნქტზე ყურადღების გამახვილებით :(((
2. შედარებითი საკონსტიტუციო სამართალი. აქვე გავიხსენებ, რომ რა შუაშია? მე ხომ სამოქალაქოზე ვარ მაგრამ Who cares?! დღეს კოლიკვიუმი დავწერო, თან რაზე: ნორმა, ნომრის სტრუქტურა, კონსტიტუციათა კლასიფიკაცია; ამოვხსნა 5 კაზუსი (სისხლი, სამოქალაქო, ინტელექტუალური სამ.); და ბოლოს ესპანეთი, იტალია, საფრანგეთის შედარებითი საკონსტიტუციო სამართალზე 100 ქულიანი ტესტი (თითოა 100 ქულიანი!).
მოკლედ დღეს წუწუნის საბაბი მაქვს _ ვერ ვიტან 4შბათს! :(
9 comments:
უი, უნის 4შაბათის ფანჯრები და საღამოს 9ის ლექცია რაღაც კარგად მახსენდება :D
წარმატებები კოლოქვიუმზე :*
მეც ვერ ვიტან ოთხშაბათ დღეს მთელი მსოფლიოს საქმეებს ამ დღეს ვაკეთებ :((
მე სკოლაში ვერ ვიტანდი ოთხშაბათს - ფიზიკა, მათემატიკა ქიმია - ყველა ეს საგანი ამ დღეს მქონდა, პლუს ყოველ ოთხშაბათს ისეთი ბიჭები მიხსნიდნენ სიყვარულს, ვისაც ვერ ვიტანდი :ლოლ: ყოველ არა, მაგრამ სამ ოთხშაბათს ნამდვილად მოხდა ასეთი ამბავი :D
ნუ ახლა, გამონათებებიც იყო თეეე, მართალია :)))
მეც იმდენი რამის კეთება მიწევს, რომ .. :(
აუ სოოფ :)))) სიყვარულის ახსნები მაგარი იყო :))))
ragac msgavs chvenc gvaswavlian
kerzod, sakutrebis ufleba saqartvelos sakonstitucio sasamartlosa da adamianis uflebata evropul sasamartlo praqtikashi
ragac ase qvia
vgewavt 21-e muxls.:D
კოშმარია ჰექსუს არა? :))
მე ვერ ვიტანდი სამშაბათს და პარასკევს მუსიკის გამო :)))
პარასკევმა ჩემი მოწონება ძლივს დაიბრუნა – სამუშაო კვირა რომ მთავრდება, იმიტომ :))
სამშაბათი ისევ ისეა – ნუ, არც აქეთ, არც იქით :)
:))) მე სამშაბათი მიყვარდა სულლ, ცეკვა მქონდა დაა :))
me orshabati da xutshabati mzulda da dgemde asea, musikis gakvetilebi mqonda mag dgeebshi:(
Post a Comment