Tuesday, January 26, 2010

ლეგენდა


გარეთ გავიხედე და ცა ისე დააბლაა ჩამოზნექილი ალბათ თავსხმა წვიმას უნდა ველოდლოთ. ზოგადად წვიმა მიყვარსყველა სეზონზე, თუმცა ზამთრის სუსხიან დღეს როცა ხეებიც კი ტირიან წვიმისას მაშინ სახლში, ფანჯრის რაფაზე შეფუთული ჯდომა მირჩევნია რომანტიკულ გასეირნებას :))) ხოოოდა, ჩვენტ ტიფლისის ნაცრისფერმა ცამ სპარსული ლეგენდა გამახსენა:

მაღლა სადღაც შორეთში, ღრუბლის წიაღში შობილი წვიმის წვეთი მოწყდა მშობელს და დედამიწისაკენ გამოექანა. ქვემოთ მას უზარმაზარი ოკეანე ელოდა, მის დანახვაზე წვიმის წვეთს გული შეემკუშა და წარმოთქვა:

- რა ხანმოკლეა ჩემი წუთისოფელი მარადისობასთან შედარებით! რა პაწაწინა ვარ შენთან შედარებით უსასრულო ოკეანევ!

-შენს თავმდაბლობაშჳ დიდი სიბრძნეა წვიმის წვეთო!- გული მოულბა ოკეანეს. ამიტომაც შეგინარჩუნებ სიცოცხლეს, შეგინარჩუნებ მაგ ცისატრყელას, შენში, რომ ბუდობს. შენ იბატონებ მსოფლიოზე, არა... არა... უფრო მეტი შენ იბატონებ ქალზე!

... და ოკეანემ პაწაწინა წვმისი წვეთი აქცია...


მმმ მე ხომ ინტრიგანი ვარ?! :))) რად აქცია თქვენი აზრით? :)))

10 comments:

Joseph said...

kacad aqcia! vso, asea es wyali ar gauva!

vasasi said...

თავის თავს შეურეთა და ამის მერე წვიმის წვეთი ოკეანის შემადგენელი ნაწილი გახდა..

არა?.. :)

Anonymous said...

სოსო, სად იყვნენ აი ქალები ჩვენ რომ ვაჩნდით ამ ქვეყანაზე? :))
ბრილიანტი იქნება მაი, ისიც წვეთივითაა და შიგნით ცისარტყელა აქვს :)

გრიგოლი

ჯორჯ პაიკი said...

ვფიქრობ და ვერ ვხვდები. დავინტერესდი ძალიან. :) ვინ არის მსოფლიოზე უფრო მეტის ბატონი... სურათის მიხედვით თითქოს ქალთევზა უნდა იყოს, მაგრამ რავიცი, რავიცი. :)

Asklypiodota said...

ბალახის იმ პაწია ღეროდ აქცია,რომელიც დიდ თაიგულს შეკრავს:)

Lalena said...

პსუხი: მარგალიტად! :)

ხისსუნიანისახლი said...

ე.ი კომენტარები მომეწონა ფრიად :)))
თავიდან ვიფიქრე კაცი მეთქი მარა მერე როდის იყო ბატონობდნენ კაცები ქალებზე :პ

ქალბატონი ასსკლიპიოდატას პასუხი მომეწონა :) ჩემზე ნამდვილად ბატონობს ყვავილები და ლალენა შენ მომიტევე და ბარემ ვეტყვი აქვე თუ ნახავდა ამ კომენტარს რომ მის ბლოგზე კომენტარებს ვერ ვტოვებ :( რამე ხარვეზია?


პ.ს მიყვარს ლეგენდები

Keti said...

მომეწონა :)
ახლა ვფიქრობ და რა ვიცი.. თან კომენტარების ზემოქმედების ქვეშაც მოვექეცი :)
შეგინარჩუნებ სიცოცხლესო – ე. ი. მაინც წყალთან არის კავშირში?
ქალი კი მსოფლიოზე ძლიერია სპარსული ლეგენდის მიხედვით :) ეს მომეწონა :)
კიდევ, "წვიმად გადავიქეცი" – ეს მოტივი ამეკვიატა :))

გვითხარი :)

vasasi said...

მოიცა, მარგალიად თუ გადაიქცა, მარადიული როგორ გახდა, მარგალიტი სადღაც 300 წელი ძლებს, მერე იფშვნება..

Grigol said...

vasasi
მეტი რაღა მარადიულობა გინდა, რამდენი ხანი აპირებ ცხოვრებას ? :))))))))