
ნთლისღება მნიშვნელოვანი დღესასწაულია, მას მართლმადიდებელი მორწმუნეები მარხვით ხვდებიან (წინა დღე მძიმე მარხვაა), ამ დღეს უფალმა ისეო ქრისტემ ნათელიღო იოანე ნათლისმცემელისგან მდინარე იორდანიაში.
ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.
ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება.
5 comments:
მეც გილოცავ, მრავალს დაესწარი.. :)
18-ში ღამე, ერთი ორი საათი არ უნდა ამოიღო ხმა, 12-დან პირველამდე აავსებ წყალს ჩუმად და სურვილს ჩაუთქვამ., მომავალ წელს აგისრულდება აუცილებლად.. :)
ეს დავწერე კიდეც ჩემს ბლოგზე..
სამწუხაროდ, გუშინ დამავიწტდა და წყალს რომ ვავსებდი, შემომემღერა.. :(
გაიხარე, შენც მრავალს დაესწარი.
უიიი ეს არ ვიცოდიი, მომავალ წელს უნდა დაველოდო :)))))
ორი საათი ხმა არ უნდა ამოიღოო? ეგ ჩემთვის არაა ::(
:))))))))
გილოცავ, ლალენა! მრავალს დაესწარი...
მეც გილოცავ ქეეთ :*
Post a Comment