
აი მორჩა, აი ახლა ვახელ თვალებს, აი უკვე ვსიო, ცოოოტაც...
ძლივს ავწიე თავი დღეს ბალიშიდან... სკვიიინჩ გარეთ თოოვს? და მთელი გულით ველოდი პასუხს ”კიიიიი”, თუმცა სანაცვლოდ ჩემი დის უღიმღამო არა მომხვდა ყურში :( არადა რა კარგი იყო გუშიიიინ:
საღამოს რვისთვის ნინძასავით ჩაფუთნული გამოვარდი სახლიდან ბავშვებს, რომ შევხვედროდი. ერეკლე მეორეზე ქაღალდის პიცა მივირთვით, მიხატული პომიდვრით და ყველით და ჩაფიქრებული სუნელებით, კარტრიჯის უქონლობის გამო სოსო იმუქრებოდა პუფები უნდა წამოვიღოოო, მართალია სამ პუფს სოსო, ლიკა და გრიშოლი თავისუფლად წამოიღებდნენ მე კი ”მოვიწონე” და ბალიშების წამოთრევას ვაპირებდი, თან ლიკას სარდაფს როგორ მოუხდებოდა :))) აუ რა კარგი იყოოო სარდაფში ჩის სმა... უეცრად კაკუნი, დაბნეული თვალები პასუხს, რომ ეძებდა ნეტავ ვინ უნდა იყოსო და ”რომანტიკულად” დაბრუნებული სოსო, რომ შეგვრჩა ხელში (რომანტიკაა იანვარში წვიმაში ”სეირნობა” აბა რა არის? ). უფრო მაგარი საღებავებით თხუპნაობა იყო, სოსო მთებს ხატავდა, ლიკა მისტერ კარტოფილას აკეთებდა (ეს მე შევარქვი, თუ არ უხდება გადავარქმევ ლიიიკ :) ) ჩემი გრიშოლი აბსტრაქციზმით იყო დაკავებული, მე და დათო მზესუმზირას ვაკნატუნებდით. მერე? მერე შემოქმედებითი წვა დაასრულა ჩემმა ბუსუ ბუსუმ და... ეს ჩემი თავხედი მარჯვენა ხელი თავხედურადვე გაიწია ფუნჯისკენ და როცა პირველად ჩემს ცხოვრებაში ფუნჯი საღებავში ჩავატუნტურე საოცარმა ჟრუანტელმა დამიარა ტანში, ლურჯი, ცისფერი, მუქი მწვანე აი ესეც ზღვა; ცისფერი, თეთრი ესეც ცა; ყვითელი, წითელი მზე, მერე პატარა კუნძული, მერე პალმები, მერე თურმე გაშრობა თუ არ აცადე პალმები მუხებად იქცევიან :))))))) მერე ჩემი ხელმოწერა, ქვედა მარჯვენა კუთეში და კრაზანა, ოღონდ ვარდისფერი. რატომ კრაზანა? თან ვარდისფერი? მე ხომ ”ჩემს ნახატებში” ყოველთვის ვხატავ მწერებს :)))))) ახლა ჩემი ”შედევრი” ლიკას სახელოსნო-სარდაფს ”ამშვენებს” :))) მერე? მერე იყო გზა კოჯრისკენ, იმიტომ, რომ თოვლი გვინდა, იმიტომ რომ გზად სადმე ბუხრიან ადგილას უნდა გავჩერდეთ, დიიიიდ ხანს ველოდოთ ხაჭაპურს და მანამდე ათსგვარ სისულელე-მონაბოდებზე ვიცინოთ, ჩაი დიიიდი ჭიქით უნდა დავლიოთ, ლიმნები სოსოს ჩავუყაროთ და ვიფიქროთ დაგვიანების სანაცვლოდ რა წავიღოთ ირმის რქები თუ საახალწლო ნათურები? წინ გუნდაობა გველის, ულამაზესი, თეთრი და ფუმფულა კოჯორი... მმმმ რა კარგი იყო გუშინ, ყველაფერმა კარდებად გამირბინა.
დღეს? დღეს უნდა ავდგე და მაგისტრატურაში გავიქცე, 2 ლექცია მაქვს:
1. მოძღვრება დანაშაულზე. სისხლის სამართალს დასანახად, რომ ვერ ვიტან იმიტომ ჩავაბარე სამოქალაქოზე, მაგრამ რას ვიზამ მუხთალია წუთისოფელი. დღეს ნაკლებად ვიაქტიურებ. შემდეგზე გადავიჭრი ვენებს.
2. საერთაშორისო ურთიერთობები. არც კი ვიცი რატომ მასწავლიან ამ საგანს, თუმცა ახლა კმაყოფილი ვარ, ბევრი რამ გავიგე. დღეს კოლოქვიუმი უნდა აღვადგინო ჩემი უკიდეგანოდ საზიზღარი ვირუსის გამო, რომელმაც მაიძულა 1 კვირა საწოლში ვდებულიყავი, კოლოქვიუმი გამომატოვებინა. კონსპექტი გაკეთებული მაქვს, საკითხებიც ნასწავლი, სულ 10 საკითხია:
- საერთშორისო ურთიერთობების საგანი
- ერთ ლიგა
- მონროს დოქტრინა
- ბრეტონ-ვუდსის შეთანხმება
- მარშალის გეგმა
- რეალიზმი
- იდეალიზმი
- ვილსონის 14 პუნქტი
- პატარა ქვეყნის ფუნქციები
- ომის მიზეზები და დონეები
- გაერო და მისი სტუქტურა
კიდევ რეფერატი უნდა დავიცვა მსოფლიო ლიდერებზე, მე მარგარეტ ტეტჩერზე დავწერე და ერთი სული მაქვს როდის გავაღებ პირს და დავიწყებ: ”მარგარეტ ტეტჩერი _ ამ სახელთან უამრავი ეპითეტი ასოცირდება...” მოკლედ ასე _ აღფთოვანდებიდან დაღფრთოვანებმდე.
p.s. ფანჯარაშიი გაიხედეთ:
თოვს და ბარდნის,
თოვს და ბარდნის,
უხარია ბადრის! :)))))
13 comments:
ე.ი. აღფრთოვანებული ვარ როგორც თქვენი გადმოცემის უნარით, ქალბატონო სლიპუკ, ასევე თქვენი ფარული ხატვის ნიჭით! აქვე მინდა ავღნიშნო რომ ბატონი სოსო ბეწვზეა გადარჩენილი და თავის 45.5 ზომა ფეხსაცმელებს უნდა უმადლოდეს რომ არ ცურავდა თოვლში და იოლად გაგვექცა მე და დათოს :))
თოვლი კიდევ თბილისშიც დადებს, ულამაზესად თოვს!
პს ”საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტს” ჩემი კოლოქვიუმის შედეგებიც კითხე რა :)
პსს
ვაფრენ ჩემს სპილუკაზე!!!!!!!!
პსსს
პირველი კომენტარიც მე მეკუთვნოდა, მაგრამ უამრავი სტილისტური შეცდომების გამო, წავშალე :)
haha! kargi posti iyo! me megona eg marto chems dros iko unishi, samoqalaqos xalxs sisxls rom aswavlidnen. hm, ise vidzaxi "chem dros"- metqi, gegoneba 10 wlis win iyo! :)
მე კიდე დილით ადრე ავდექი :შ
გერმანული ვიმეცადინე და გული დავიმშვიდე :D
გასაქცევი რა მჭირდა ბიჭო, self snowball shooting-ით ვიყავი დაკავებული.
არა, ის ფარატინა პიცა როგორ შემოგვაპარეს. კიდევ კარგი შაქარი წამოვიღე.
მართალია არ მიყვარს ზამთარი მაგრამ უნდა ვაღიარო გუნდაობა სახალისოა :P
უუუ, რა კარგი იყო...
შენს ადგილას, არც მე ავდგებოდი ასეთი დღის შემდეგ :|
ლიკას უთხარი, დაპოსტოს რამე, მომენატრა so much.
სოსო ანუ ჯოზეფი/JoKey??? He's so sweet.
I am in love with you all, really :)
რა საყვარელი ხარ. :)))
თურმე რა საინტერესო რაღაცეებს წერ...არ გინდა მოკლედ დაწერო ამა თუ იმ საგნის შესახებ? მე პირადად წავიკითხავდი. და ზოგადად შემეცნებითი რესურსები აკლია ქართულ ბლოგსფეროს... :)
ბრეტონ-ვუდსის შეთანხმება - აი ამით დავიწყებდი :)
ყოფილიყო ბუუს პირველი კომენტარი და გაგისწორებდი :))))))
უუნამურგა, აუ მასე მეც მომსვლია, აუ მე რო ბაკალავრიატში ვსწავლობდითქო ისე ვიტყვი გეგონება მართლა წლები იყოს გასული :))))
clown მართლა მშჲრს შენი დილით ადრე, რომ ადექი, ამ ბოლო დროს საშჳნლად მიჭირს :( გერმანულის აზრზე არ ვარ მარტო ის ვიცი: იჰ ჰაისე სალომე. ესეც თუ სწორია :))))
self snowball shooting-ით მეც ვიყავი დაკავებული სოოოს, და კიდევ იმით ვითომ თოვლი მოდიიიიიის :))))) აბბაააა, საქარი უნდა წამოგეღო! იქიდდანაც! :))))))))
თეეე კიიი განსაკუთრებით self snowball shooting-ი :)))))
სოოოფ, მართალი ხარ ლიკამ ნამდვილად მოგვანატრა თავისი პოსტები :)) კი აეხადა ფარდა ბატონი ჯო-ს საიდუმლოებას :))))
მადოლი ქეეეთ :)))
ლაშარელა, შეიძლება მართლაც აკლია, მაგრამ მე ვერ დავიწყებ, რა ვიცი თვამდაბლობა რაშუაშია და არამგონია საინტერესო გამომივიდეს (მრცხვენია და თავს ვხრი :))) )
აუ ბრეტონ ვუდსის რა მოგახსენოთ, მაგრამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე და მსოფლიო ბანკზე შემიძლია დავწერო რანცხა. თუმცა წინასწარ ვიტყვი რომ საშინლად მოსაბეზრებელი წასაკითხი იქნება :)))
ხატვა მომინდა... :)
ხოდა ნუ დაწერ ბუუს :))))
ქეეთ მერე ხატეეე, მით უმეტეს თუ შეგიძლია, რომ შემეძლოს ვერავინ გამომბრდღვნიდა ფუნჯს :)
Post a Comment