Tuesday, February 17, 2009

ველქამ მი ბექ, თუ რაღაც ამდაგვარი :))

არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს (ან შეიძლება გადასარევადაც ვიცი) მაგრამ მაინც, აღარ მეწერება ბლოგზე... არადა ჩემს მოუცლელობაში გავარკვიე, რომ აგერ უკვე 1000სთვის გადაუჭარბებიათ აქ შემოჭყეტილ ადამიანთა რიცხვს, ანუ ერთი ნაბიჯი წინ? იქნებ უკან? ეჰ, ჩემი უცნაურობის ამბავი, რომ ვიცი გვერდზე გადავდგამდი... არადა გამიხარდა, ანუ ჩემს მონაბოდებს კითხულობს კანტიკუნტად ხალხი :) თანაც ბავშვობიდან ვოცნებობდი სარედაქციო-საგაგმოცემლო საქმეზე, რა ვუყოთ, რომ ეროვნული გამოცდების ჩამონათვალსაც შევკადრე ასეთი ფაკულტეტი? რა ვუყოთ რომ პოსტის დასრულების შემდეგ ღილაკზე ”publish post" დაჭერა, ამ ოცნებას მიხდენს, ჩემს უცანაურ სამყაროში, რომელიც არასტანდარტულ ოთახს გავს და ხანდახან ისე დიდია, რომ მთელი მსოფლიო ეტევა და ვიკარგები, ხან კი ისე პატარა, რომ მეც ვერ ვეტევი, რომელიც ადრე შავთეთრი იყო და თქვენც იცით, რომ ნელანელა გაფერადდა, ჩემი ჟურნალი მაქვს, ჩემი სტატიები, ჩემსავე ცხოვრებაზე... ჟურნალისტიც მე ვარ და სტილისტ-გამსწორებელ-დამკაბადონებელ-გამომცემელიც :) თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, კეთილი იყოს ჩემი ჩემს ბლოგზე დაბრუნება.

P.S. რა შუაშია? ვინ იცის, არც მე, მაგრამ აი ამათ უნდა თქვან ვცეკვავთო...


10 comments:

Anonymous said...

Welcome You Back :D

perfect stranger said...

აუ ძან მაგარი ტიპები არიან

Lalena said...

გაიხარე დეკა :P :D

ხოოო, ეეე ასე ვუყურებ მაგათ :O :O :O :D

ჰექსე said...

mteli blogi wavikitxeda davskveni ro she xar Gursed
martali var ? :`user:

Sophie שרה Golden said...

მეც იმავე მიზეზით ვწერ :) ოქეი, ამას დავუმატოთ კიდევ ამბიცია, რომ ჩემი დაწერილი სხვისას ჯობია :ლოლ:
like this blog *****

Anonymous said...

:)
(:

Lalena said...

hexe,
დიდი მადლობა, რომ ჩემს ბლოგს გაეცანი, ოღონდ ვერ მივხვდი რა ვაააარ? (wasntme)

Sophie Golden
ნუ მე ამბიცია, იმის მაქვს, რომ ჩემი სიტყვების გროვას სიმპათიით უყურებენ :p

Lalena said...

მელია :* :)

ჰექსე said...

დიდი მადლობა, რომ ჩემს ბლოგს გაეცანი, ოღონდ ვერ მივხვდი რა ვაააარ? (wasntme)

ui isa ert forumelshi amerie :user:
mapatie :))))

Lalena said...

აააა ეგ არაფერი :)