Monday, June 08, 2009

wish list...



  1. ჩემი თვალით ვნახო ჩრდილოეთის ციალი

  2. ვესტუმრო სამყაროს შებერებულ ეგვიპტეს

  3. აღვფრთოვანდე ყველაზე თეთრი ქალაქით, მისი ყოველი სიწმინდით

  4. შევიძინო სასურველი ლოტი აუქციონზე

  5. დავაარსო ბავშვთა სახლი, სადაც ბავშვები მანამ დარჩებიან სანამ საკუთარი ცხოვრების გზას არ იპოვიან, სანამ დამოუკიდებლად არ შეძლებენ ცხოვრებას

  6. მინდა ვიცეკვო დაუვიწყარი ტანგო

  7. მინდა გამოცდილმა ხელმა საღებავებში ამოსვრილს დამახატინოს რაიმე, რასაც ჩემი ოთახის კედელზე მივუჩენ ადგილს

  8. ვიყიდო სახლი, რომლის კედლებს თავად შევღებავ, თითოეული კუნჭულის მოწყობაზე თავად ვიზრუნებ

  9. ველოსიპედის ტარება მინდა ვიცოდე და ბევრს დავქროდე უძირო სიმწვანიდან დაუსრულებელ ჰორიზონტამდე
  10. ნამდვილი სპილო მინდა ვნახო... ოღონდ არა თბილისში, ზოოპარკში, ცირკში, გალიაში...
  11. მინდა ხეები დავრგო, დავნიშნო და მთელი ჩემი ცხოვრება მათ გახარებაზე ვიზრუნო :)
  12. ტელესკოპი მინდა და ვარსკვლავების ყურებით დათენებული ღამეები სახლის სახურავზე
  13. არქეოლოგიურ გათხრებში მინდა მონაწილეობის მიღება, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან
  14. მინდა ყველაფერში ვსინჯო ჩემი თავი, ყველა პროფესია მოვირგო ერთი დღით მაინც

  15. მინდა ვიყო კარგი მეუღლე, დედა, საყვარელი ბებია

  16. მინდა ჩემი თვალით ვნახო ჩემი საქართველოს გაბრწყინება, თუნდაც ღრმა სიბერეში

  17. რომ გარდავიცვლები, მინდა გულწრფელად დაწყდეთ ჩემზე გული...

... და მინდა ამ ოცნებებისგან თავბრუდახვეულს შენი თბილი ხელი მეჭიროს და შენს მხარზე ჩამოვდო თავი :)

14 comments:

perfect stranger said...

მაგარია... მაგარია ის, რომ პირველი ვაკომენტარებ :)))
wish list მაგარია და საერთოდ შენ ხარ მაგარი :*

Anonymous said...

ვაუ, პირველად ვნახე ბლოგზე ასეთი გლობალური ვიშ-ლისტი. ძირითადად, ხვალ გამოცდას ჩავაბარებ ერთ კვირაში სამ კილოს დავიკლებს ტიპის ლისტებს წერენ ხოლმე. მაგარი სურვილები გაქვს! ფაქტიურად ყველას ვიზიარებ.

liilia... said...

საყვარელი ხარ...:):*
ყველა სურვილი კარგი და დადებითია,ჩემს სურვილებსაც ემთხვევა თითქმის :)

hexe said...

vaime me-7 survili ra magaraia....
tavbru damexva brr:))

Grigol said...

ვიქნები! :)

Unknown said...

მიყვარს შენი გვერდი :)

მე-7 სურვილი არის ბრბბბრრრრ

დანარჩენზე ყველაზე მიფიქრია, ოღონდ ბოლოზე ცოტა შეტრიალებულად :) ისე მინდა გავქრე რომ გული არავის ეტკინოს :)
რა მერე, მთავარია არ ეტკინოთ

Anonymous said...

მაგარი სურვილებია :)


თუმცა მე მხოლოდ 1ლს ავირჩევდი მანდედან. :|

ისე კარგი იდეაა, მეც ჩამოვწერ :)

Sophie שרה Golden said...

უჰ, ეს მხარზე თავის ჩამოდება რატომაა ასე ძნელი, ბლინ, უფრო სწორად, ისეთი მხარი, შენი თავი რომ არ დაგენანება ჩამოსადებად, you know what I mean! :(

Anonymous said...

შავად თუ შეღებავ სახლის კედლებს, მანდ ფეხს არ შემოვდგამ! ვოტ :(:(((((((
არ გინდა შავად შეღებვა რააააა ;(
სახლი იქნება ;)
ისე, სურვილების დიდი ნაწილი გვემთხვევა, რაც, ალბათ კარგია ;)

Anonymous said...

ჰო, კიდევ...
ამ პოსტის წერისას რა მუსიკას უსმენდი?:) რაღაც კარგი უნდა იყოს :)

Anonymous said...

sainteresoa :))

Lalena said...

თეეე ისა რავი თავში არ ამივარდეს კი არა და მიყვარხარ :))))

უნაამარგა მიხარია თუ მოგწონს :)

მადოლი ლილია :*

ჰექსუს ფემალე ხოო მეშვიდე სურვილი ჩემმა დიდმა ნიჭმა წარმოშვა მხატვრობაში :)))

ვიცი სიხარულო, რომ იქნები :*

მმმ სიამოვნებით დაველოდები მელია შენს სურვილებს :)

ვხვდები რასაც გულისხმობ სოოოფ, მიხარია, რომ ასეთი მხარი მაქვს ახლა უბრალოდ სურვილების ახდენაღა გვაკლია :))))))

შავად არ შევღებავ ზურიუს :))) კარგია, think so...

მადლობა დრიმერ :)

nastasia said...

saqartvelos gabrcyinebis ra gitxra da danarcenebs tu moindomebs kaci,idealuri cxovreba garantiebuli aqvs da kide profesiebidan maincdamainc zeinklobas da mcxobelobas nu gamocdi,echvi maqvs,saintereso ar iqneba :~)

Kiwi said...

"ვიყიდო სახლი, რომლის კედლებს თავად შევღებავ, თითოეული კუნჭულის მოწყობაზე თავად ვიზრუნებ" << ეეეჰ რა მაგარიაა, მეც ძალიან მინდა, მშვენიერი სურვილები გაქვს, ასრულებას გისურვებ :> :>